XXIV

36 1 20
                                    

სანი ზის და თხუთმეტი წუთია უბრალოდ ტირის. ჰო, დალია. პუნშიც და ჭაჭაც, ზედ ცოტა ძველი ლიქიორიც დააყოლა. ახლა კი უბრალოდ ზის და ნახევრადფხიზელი რეას კალთაში მოთქვამს. ორჯერ გული რომ აერია არ იმჩნევს და აღელვებული მიმიკით საუბრობს:

-მოვა, გეფიცები, მოვა და მეტყვის რატომ დამშორდიო. -სრული პანიკით და ცქმუტვით ამბობს სანი, რეა კი უბრალოდ უფრო ახლოს იხუტებს სანის და ცდილობს დაამშვიდოს.

-კარგი, ჩემო პატარა, მოვა და გასცემ პასუხს. როგორც მე ამიხსენი, ისე აუხსენი მასაც. მოუყევი ჰაკიზე. -ამბობს რეა, მაგრამ სანის უცაბედი ხასიათის ცვლილება და ყვირილი აოცებს.

-გარეკე?! -ყვირის და რეას კალთას თავს აშორებს. -რა ჰაკი. ან ვაბშე ჰაკის რატომ ეძახით შენ და თალი.
მეც ვეძახდი წლების წინ და შეიძლება ჩაგრჩათ, მაგრამ არ იმსახურებს მოფერებით ხსენებას. ჰაკნიონი. გესმის? ჯუ ჰაკნიონი. უფრო სწორად, ყლეთა ყლე და ყვერთა ბელადი ჯუ ჰაკნიონი. გასაგებია?

-აე, შვილო, სულ გააფრინე? ერთი რომ ჭაჭის სუნი გაქვს და გაიწიე, მერე მეორე მეზარება ამხელა სახელის ხმარება. ჯუ ჰაკნიონი არა შენი მეზობელი ნოდარიკო ყაფლანაშვილი. არ ვაპირებ მთლიანი სახელით მიმართვას. და საერთოდ თემა რატომ გადაგაქვს? გეშინია შეყვარებულს სიმართლე მოუყვე? როდის მერე გახდი ასეთი მორცხვი და შეშინებული? -საპასუხოდ ყვირის რეა. თალის კი დივანზე სძინავს და არცერთი დაქალის ყვირილი არ აღვიძებს იმდენად ღრმა ძილში და სიზმრებშია გასული. ცალი ფეხი დივნიდან გადმოვარდნილი აქვს და პლედი, რომელიც ზედ უნდა ეფაროს, ძირს გდია.

-აჰა, ესეიგი მე ვარ შეშინებული? შეჩემა, დოიონი ლამისაა ჩუმლაყის ტბაში გადაეშვას თავით იმდენად აწამებ. ტიპს აი ვაბშე ვერაფერს ვერ ეუბნები. ერთხელ ვერ ამოთქვი რომ გიყვარს და აკვდები. ტიპს რომ ხედავ სახეზე ფერს კარგავ და მოსულიერება გჭირდება იმდენად გწვავს მის გარეშე ყოფნა. აი უბრალოდ შეყვარებული ხარ. შენ კიდევ ამბობ ვღალატობდიო. კიარ ღალატობდი, შენ ხარ დასირების სტადიაში. -იღრინება სანი და თან ცდილობს ხმას დაუწიოს, რათა თალის სიზმრები არ დაუფრთხოს.

წერტილიWhere stories live. Discover now