VIII

26 7 85
                                    

ალბათ ამაზე საშინელება ახლა სხვა ვერაფერი მოხდებოდა.

თალიმ ერთი საათი სიმშვიდეში გაატარა. სტუდიაში იჯდა, რამდენიმე ფოტო დაამუშავა. ზოგი ატვირთა. ეს მისთვის თერაპიაა. აი თითქოს დიდი სტრესის ბურთულა, რომელიც შეუჩერებლად აწვება მის გულს, თავისით ქრება. ამ სიმშვიდეში იძირება და შეუძლია კვირების განმავლობაში უბრალოდ იმუშაოს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია, საერთოდ ვეღარ ახერხებს თავის საქმეზე ფოკუსირებას, ჰო, და არც ახლაა გამონაკლისი.

კარებზე პატარა კაკუნი გაიგონა, გახედვაც ვერ მოასწრო, დაინახა ლენა და სანი როგორ შემოვიდნენ სიცილით სტუდიაში. ნორმალურ დღეს ეს გაუხარდებოდა, თბილი ღიმილით დახვდებოდა ორივეს. მთელ დღეს მათთან ერთად გაატარებდა. არ დაერღვეოდა სიმშვიდე. მაგრამ, ეს ხომ ერთი ნორმალური დღე არ არის. ზუსტად ამ წამს სანის, და მის გვერდით ერთ ძუკნას უყურებს და მზადაა ყვირილზე გადავიდეს. თვითონაც ვერ ხვდება როგორ ინარჩუნებს სიმშვიდეს და როგორ ესალმება ორივეს ღიმილით. სანი გასახდელში გავიდა სისწრაფით. თქვა, რომ სწრაფად უნდა გამოეცვალა, რადგან საღამოს თეიონი უნდა ენახა. ლენა კი მეორე ოთახში გავიდა ყავის გასაკეთებლად. არ იცის რითი დაიწყოს თალიმ საუბარი. სურს სიტყვები სწორად შეარჩიოს. ამას ხმამაღლა არასდროს იტყვის, მაგრამ ოდნავ ეტირება. იცით ეს ძალიან რთულია. მაშინ, როდესაც გგონია, რომ ცხოვრების იმ ეტაპს მიაღწიე, რომ მეგობრებს აღარ დაკარგავ და მათთან ერთად მშვიდად იცხოვრებ. მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი იმსხვრევა. თითქოს ისევ პატარები ხართ. გინდა ცემით მოაგვარო ყველაფერი და არა ზრდასრული საუბრით. არ გინდა მორალის დაცვით მოქმედება. ეს ნორმალურია. რასაკვირველია, ასეთ მომენტში ადამიანი მოთმინებას კარგავს. ლენას როდესაც უყურებს, წინ უდგება უაზრო სექსის სცენა, თუ როგორ კვნესის ლენა იუტას სახელ-

არა, ეს ფიქრი უბრალოდ უნდა ამოიგდოს თავიდან. იუტა თავისუფალია. თალიც ურთიერთობაშია. ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. უბრალოდ ლენას სამსახურიდან გაუშვებს და მორჩა.  ზის და ელოდება ლენას, ხოლო, როდესაც ის უკან ბრუნდება და თალის წინ სკამზე ჯდება. საბოლოოდ სიჩუმე ირღვევა.

წერტილიΌπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα