XXIII

31 3 25
                                    

-მოკლედ მე და თეიონმა რამდენიმე დღის წინ დავცხეთ ერთმანეთს. არვიცი როგორ, რანაირად, მაგრამ ვიკამათეთ ტელეფონით. ბევრი იყვირა, ბევრი მე ვიყვირე და საბოლოოდ გავუთიშე ტელეფონი. იმის მერე არ გვისაუბრია. ახლა კი არსაიდან გავიგე, რომ დღეს ბრუნდება შუა ღამით. რეალურად ჩხუბის მიზეზი ის იყო, რომ ვთხოვე შესვენება ავიღოთ-თქო. ჰო, მესმის არასწორი ვარ, მაგრამ, როდესაც ერთი წელიც არაა ადამიანთან ხარ და სულ იშვიათად ხედავ მას... ეს ძალიან რთულია. ვთქვათ მოვითმინე. ავიტანე ეს "long-distance" თუ რასაც ეძახიან ინგლისურად. მერე? საბოლოოდ მხოლოდ მე დავრჩები გულნატკენი. თეიონი ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას, ისედაც მიჩვეულია აქეთ-იქით სიარულს, მიჩვეულია, რომ არ აქვს ერთგან სახლი. მაგრამ მე რაც დავიბადე ერთ ქალაქში ვცხოვრობ, ერთ ბინაში. ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი. ჩემი ძმა დაოჯახდა და წავიდა, ჩემი და კი საზღვარგარეთაა სასწავლებლად. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მაგრამ მე თუ ასე გავაგრძელე ყველაფერი თავზე დამენგრევა. ცუდად ვარ, რეა. არავის ესმის. უზომოდ მიყვარს თეიონი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გაუსაძლისია ეს ტელეფონით ურთიერთობა.

-ხუმრობ, არა? ასე უბრალოდ ტელეფონით დაშორდი?

-აბა რა ვქნა? ფიჯის კუნძულებზე დასაშორებლად წავიდე და მერე უკან წამოვიდე? ერთმანეთს საერთოდ ვერ ვხედავთ. არ იცის სად ვარ, როგორ ვარ. მილიონში ერთხელ ვურეკავთ ერთმანეთს, რადგან ხან მას სძინავს, ხან მე. როგორ იქნებოდი ასე რომ ყოფილიყო დოიონი?

-რა შუაშია დოიონი. აღარ ვართ მე და ის ერთად.

-კარგი, რა მნიშვნელობა აქვს. ნაჩხუბრები ვართ მე და თეიონი. მართალია დღეს ჩამოდის, მაგრამ ვიღაც ტიპი გავიცანი ორი გუშინ და პაემანზე დამპატიჟა. შეყვარებული მყავს-თქო. მაგრამ მაინც მეჩალიჩება. თუ თეიონი ვეღარ შემოვირიგე ალბათ ოდესმე გავყვები ამ ტიპს პაემანზე.

-გიჟი ხარ? რა დროს პაემანია. შენი შეყვარებული გიყვარს, გიჟდები მასზე და ორი თვეა უკაცოდ ხმები მის ლოდინში.

წერტილიWhere stories live. Discover now