XI

20 4 79
                                    

თალის იუტაზე მალე გაეღვიძა. მისი მკლავებიდან გამოძვრომა გადაწყვიტა, მაგრამ ზედმეტი მოძრაობის გამო იუტასაც გამოეღვიძა.

-სად მიდიხარ. -ნამძინარევი ხმით ბურტყუნებს იუტა.

-სამსახურში. -ლაკონურად პასუხობს თალი და საბოლოოდ ძვრება საბნიდან. მიზანი კი ის არის, ადგეს ლოგინიდან ისე, რომ იუტამ არ დაიჭიროს. მაგრამ ვერ ახერხებს. უკვე დგებოდა, როდესაც მაისურზე მოქაჩვა იგრძნო და ისევ უკან დაეცა.

-ნაკამოტო იუტა ნერვებს მიშლი. -მკაცრი ხმით ამბობს თალი. ცდილობს ხელებიდან დაუსხლტეს, მაგრამ ის მთელი ძალით იჭერს და ისევ საბანს აფარებს.

-დაგარტავ. მართლა დაგარტყავ, იუტა. -ყვირილზე გადადის თალი, მაგრამ ვერ უძალიანდება.

-დაიძინე. -ისევ ხმადაბლა ამბობს იუტა, ოღონდ ახლა მეტი თხოვნით, ცდილობს მკაცრი იყოს, მაგრამ ნამძინარევი ხმა ხელს უშლის. თალი მას მთელი ძალით პწკენს მკლავზე. რაზეც იუტა ყვირის.

-თალია, ნუ მიწვევ. -ხმამაღლა ამბობს, მაგრამ თან ბოლო ხმაზე ეცინება. შემდეგ კი აგრძელებს. -იცი რას გიზამ?

-რას? -ირონიულად პასუხობს თალი და მისი ხელებიდან ძვრება. წამოჯდა და ზემოდან უყურებს იუტას. ის კი უბრალოდ აშტერდება თალის. შემდეგ კი სწრაფი მოძრაობით იქცევს მას თავის ქვეშ.

-რას? აი ამას. -ამბობს და თალის მაისურის ქვეშ აცურებს ხელს, მუცელს აუჩქარებლად მიუყვება თითებით. თალის მაშინვე სუნთქვა ეკვრის და სწრაფად ისუნთქავს ჰაერს. ეკალი აყრის და მუცელი ენასკვება. პირს ოდნავ აღებს, ძალიან ყრუდ კვნესის. იუტა კი არ ჩერდება თითებით უფრო მაღლა მიუყვება, სანამ არ ჩერდება. თავისივე მაისურს, რომელიც ახლა თალის აცვია, მაღლა წევს სანამ ნახევრად არ აშიშვლებს. თავს ქვემოთ ხრის და ნაზად ჰკოცნის მუცელზე. თალი ოდნავ იკლაკნება. ღრმად სუნთქავს, მაგრამ ხმას ვერ იღებს. იუტა კიდევ ერთ კოცნას ტოვებს მის სხეულზე. შემდეგ კი ჩერდება და თავს მაღლა წევს. ოდნავ ეღიმება. თალის შეწუხებულ სახეს უყურებს.

წერტილიWhere stories live. Discover now