XX

15 2 54
                                    

-მჰმ...ჯეჰი. -ღრმად სუნთქავს. -ჯანდაბა, უფრო სწრაფად. -კივილზე გადადის თალი. ჯეჰიონი კი ტემპს უჩქარებს და ზუსტად გათავებამდე ეღვიძება.

ასეთი სიზმრები ხშირად აწუხებს. თავიდან ვერ იგდებს ამ სცენებს. ერექციით იღვიძებს და თავს იწყევლის, რადგან თალის ახლა თავის ოთახში სძინავს, თვითონ კი მისაღები ოთახის დივანზე წევს. აბაზანაში შედის და თავის პრობლემას აგვარებს, შემდეგ კი ბანაობს. ხოლო როდესაც გამოდის თალი სამზარეულოში ხვდება. ტოსტით ხელში.

-შენც მოგიმზადე. -ამბობს თალი და ხელს მეორე თეფშისაკენ იშვერს, რომელზეც ასევე ტოსტი დევს.

-მადლობა, პრინცესა. შენ უკეთ ხარ? სახეზე გატყობ კარგ ხასიათზე ხარ. -კითხულობს ჯეჰიონი და საჭმელად ჯდება.

-ნუ, კარგ ხასიათზე ვარ. მაგრამ გუშინ რაზეც ვილაპარაკეთ თავიდან ვერ ვიგდებ და ცოტა ვღიზიანდები.

-რას გულისხმობ? -ვითომ გულუბრყვილოდ პასუხობს ჯეჰიონი. მაგრამ კარგად ხვდება, რომ იუტას გულისხმობს თალი.

-იცი რასაც. დღეს იუტას გავუვლი. გადავწყვიტე დაველაპარაკო. რა მიშლის ხელს? რასაკვირველია, შენი სიტყვები თავში მექნება. გავითვალისწინებ ყველაფერს. გუშინ ზედმეტი ალკოჰოლი მომივიდა ამიტომ გულზე იმაზე მეტად მომხვდა შენი ნათქვამი, ვიდრე საჭიროა. ვფიქრობ, იუტას ჩემზე მეტად ეშინია. ჰო, ვაღიარებ, არ მომწონს ის, რომ მხოლოდ სექსი გვაქვს და სერიოზულ ურთიერთობაზე არ ფიქრობს. მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის უბრალო თოჯინა ვარ. -ამბობს და აუღელვებლად ტოსტის ჭამას აგრძელებს თალი. ჯეჰიონი კი ლუკმას ყლაპავს თუ არა წყალს აყოლებს და სრული სიმშვიდით პასუხობს:

-აი მე ვფიქრობ, რომ ტვინი გადმოგიბრუნა. იუტასი რომელ მოკვდავს სჯერა? მე პირადად არა. შენი არვიცი. -ოდნავ ღიზიანდება თალის სიმშვიდით ჯეჰიონი. არა, იცოდა, რომ ფხიზელზე არ იქნებოდა იმდენად გაბრაზებული, სპეციალურად დაალევინა, რომ მეტად გაბრაზებულიყო... მაგრამ ასეთ სიმშვიდეს არ ელოდა.

წერტილიWhere stories live. Discover now