XXI

20 4 76
                                    

რეას არასდროს სდომებია აქამდე მისულიყო ყველაფერი. დიდ ოჯახში გაიზარდა. ყველა იმედებს ამყარებდა მასზე. "ჩვენი რეაკო დიდი და საამაყო გაიზრდება." და კიდევ უამრავი წრფელი ოცნება, რომელიც მთელი ცხოვრება ყურებში ჩაესმოდა.

22 წლისაა და ყველაზე დიდ არარაობად გრძნობს თავს. ზის და უბრალოდ ისტერიკაშია. ტირის. კანკალებს. ყვირის. მაგრამ არავის ესმის. ვერავის უხსნის ტკივილს. ვერ აქცევს სიტყვებად გრძნობებს.

ყოველთვის პოპულარული იყო. ვერავინ ვერ იტანდა უმეტესად. შეყვარებული ჰყავდა სკოლის პერიოდში, რომელმაც ყველაფერი დაუმსხვრია პირველად. მთელმა სკოლამ უბრალოდ ბოზად შერაცხა არარეალური ჭორების გამო. რამდენიმე შეყვარებული კიდევ ჰყავდა. ყველას იზიდავდა. მაგრამ როდესაც ხვდებოდა, რომ ისინი მხოლოდ მისი სხეულით იყვნენ დაინტერესებულნი, ყველას სამ ასოზე უშვებდა. რამაც საბოლოოდ ეს დაწყევლილი სახელი გაუფუჭა. სასაცილოა არა? სახელი. ეს უბრალოდ სიცილს მოჰგვრის ადამიანს. რა სახელზეა საუბარი, როდესაც რეალურად არცერთ შეყვარებულთან არაფერი ჰქონია. ერთი სიტყვით მიჩვეული იყო ხალხის ცივ განწყობას. არასდროს იყო მოსაწონი. ყოველთვის ლაფში სვრიდნენ. ამიტომ მისთვის არაფერს ნიშნავს სხვა რას როგორ ხედავს.

როდესაც ჯეჰიონი გაიცნო ყველაფერი შეიცვალა. თითქოს სხვა ხალხში გაერია. გარემო დათბა. ჯეჰიონმა ისეთი მიიღო როგორიც არის. ამიტომ მას ყველაფერი მისცა. როგორც გული, ისე სხეული. როდესაც თავიდან ფეხებამდე ჩაეფლო სიყვარულში... მარტო დარჩა. ჰო, ჯეჰიონმა უბრალოდ ყველაფერი დაასრულა. ეს ერთი სიტყვით ადვილი სათქმელია. რომ უბრალოდ დაშორდნენ. მაგრამ ამაზე საშინლად რეას არ უგრძვნია თავი. მაშინ როდესაც ყველაფერი მისცა ადამიანს, უბრალოდ მიაგდეს. მოისროლეს. სანაგვეზე.

ამან იმდენად დაანგრია, რომ მთელი არსებით დაეძებდა სიმშვიდესა და დასაყრდენს. საბოლოოდ კი ისევ ჯეჰიონთან მივიდა. ისევ მას დაუბრუნდა. მაგრამ როგორც თოჯინა. ხვდებით?

წერტილიWhere stories live. Discover now