მიუხედავად იმისა, რომ დრო მალე გავიდა და ყველაფერი დალაგდა. აღსანიშნავია რომ ოლივერისა და თალის ურთიერთობა ოდნავ მერყევი დარჩა. რასაკვირველია, ისინი ერთმანეთს შედარებით ხშირად ხვდებოდნენ. თალიმ არ იცოდა თავს აძალებდა თუ არა, ან თუ უბრალოდ უნდოდა, მაგრამ ცდილობდა ურთიერთობა შეენარჩუნებინა. კვირაში რამდენჯერმე ხვდებოდნენ ერთმანეთს. პატარა პაემნები, ამაღელვებელი არაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი რუტინას უფრო ჰგავდა თალისთვის. ახლა უნივერსიტეტში აღარაა და მხოლოდ კარიერას მისდევს. სამსახურით ბედნიერია, მაგრამ სიყვარულის .... არც ისე? ნუ, ამაზე თვითონ პასუხი არ აქვს. ოლივერთან ყველაფერი ნორმალურია. სექსი-ნორმალური, პაემნები-ნორმალური, ინტიმურობა-ნორმალური. ეს, როგორ ვთქვათ, ცოტა მოსაბეზრებელია. მოსაწყენი. არაფერი განსაკუთრებული. არასდროს. თალი წევს და უბრალოდ აუღელვებლად იცდის სანამ თავისი შეყვარებული გაათავებს და თუ მართლა იღბლიანი დღეა ალბათ თვითონაც ეღირსება ნორმალური ორგაზმი. ერთხელ ძალიან ბევრი დალია, უთხრა ასე არ მომწონს, მოდი სხვანაირად ვცადოთ დღესო, მაგრამ სექსის დროს უბრალოდ დაეძინა. ჰო, ეს ცოტა უხერხული იყო. მაგრამ არ უნერვიულია. ცხოვრობს და უბრალოდ დინებას მიჰყვება. მართალია ხანდახან ცოტა ყელში ამოსდის და ოლივერის უუნარო დედის ტრ*კს იგინება. მაგრამ- მოდი ამაზე ჩაღრმავება არ გვინდა. არაა საჭირო ყველამ იცოდეს თუ როგორი ამღვრეული ურთიერთობა აქვს შეყვარებულთან. ერთხელ რეამ შეამჩნია. მაგრამ თალისთვის არაფერი უთქვამს. პირდაპირ ოლივერთან მისულა და "მიუკაჩავებია". ჩემს დაქალს რა პონტში უჭედავ ვისთანაა და სადააო ,თუ რაღაც მაგ კონტექსტში. რაზეც, რასაკვირველია, ოლივერს ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. თალის წინ სერიოზულად გალანძღა რეა. არადა ვერ დამალავს. ნერვებზე მოშლილი ოლივერის ნახვა ცოტა გაუხარდა თალის. მერე კიდევ თვითონ ეჩხუბა. რომელი ნორმალური აიტანს, როდესაც შეყვარებული მეგობარს გილანძღავს. იმის მერე ხმა აღარ ამოუღია ოლივერს თალის დაქალებზე. მაგრამ ყველა გრძნობს რომ რაღაც დაძაბულობაა.

წერტილიWhere stories live. Discover now