IV

31 5 46
                                    

უკან მესამე დღეს დაბრუნდნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მთელი კვირის სამყოფი ფოტოები ერთ დღეში გადაიღეს. ალბათ თორმეტი ბიკინი გამოიცვალა სანიმ. სხვადასხვა სანაპიროზე იარეს. ზოგი აუზთან გადაიღეს. საბოლოოდ კი იმდენი ფოტო გამოვიდა, რომ, თუ დღეგამოშვებით დადებენ არაფერი დაეტყობა და ყველა იფიქრებს, რომ ერთი კვირა მაინც იყვნენ წასულები.

რა თქმა უნდა, შეეძლოთ ერთი კვირით ყოფნა. უბრალოდ თალი ვერ გააცდენდა ლექციებს. ახლა თვითმფრინავში ზიან. მაგრამ იმას ვერცერთი დამალავს, რომ საშინელება გააკეთეს. მთელი დღე მზეზე ყოფნით ორივე საშინლად დამწვარია. ჰო, დაღლილიც. თალის უკვე თავისი საწოლი ელანდება თვითმფრინავში. ოღონდ უბრალოდ დაიძინოს. ვერ იტანს ფრენას. საერთოდ მგზავრობას. ვერ ჭამს, ვერ სვამს, ვერ იძინებს. რამდენიმე საათი კიდევ ასე მოუწევს ყოფნა და ლამისაა ჭკუიდან შეიშალოს. საბედნიეროდ სანის გათიშულს სძინავს.

როდესაც ჩაფრინდნენ ორივე თავის სახლში დაბრუნდა. თალის მგონი ორი დღე ეძინა. ოლივერიც მოვიდა. საჭმელები მოიტანა. დამწვარ თალის უვლიდა. მთელი დღე მასთან დარჩა და სანამ თალი მუშაობის ჯანზე არ მოვიდა არსად წასულა.

ეს ფოტოები ამდენ შრომად არ ღირდა. ჯობდა მთელი კვირა ფიჯიზე ყოფილიყვნენ ვიდრე ასე დამწვარიყო ორივე, მაგრამ სანიც მოკეთდა და ორშაბათიდან ორივე სტუდიაში გავიდა.

შუადღე იყო, როდესაც ფოტოების გადაღება დაიწყეს. სანის ახალი კოლექცია ეცვა, ვიზაჟიც ზაფხულის ფერებში გაიკეთა. მართალია ორი დღის წინ დამწვარი იყო, მაგრამ ახლა ტანზე რუჯი შესანიშნავად აქვს. იდეალური ფოტოები გამოვიდა.

-თა, ფიჯის ფოტოების დადებას რომ მორჩები, ეს ფოტოები შემდეგ დადე. არ მინდა დაეტყოს ინსტაგრამის ანგარიშს, რომ უკვე ჩამოვედით. -ამბობს სანი და ტანსაცმელს იხდის.

-ცოტახანში დავამუშავებ, როდესაც წახვალ. მარტო სტუდიაში მუშაობა მიყვარს ხომ იცი. ფიჯის ფოტოებიდან გადავწყვიტე დღეს დავდო აი ეს. -ამბობს თალი და ხელს ეკრანს ადებს. -ვარდისფერი ბიკინი ძალიან მომწონს, თან დღეს წესით ძალიან კარგი ამინდია ფიჯიზე. მოკლედ დღეს ამას დავდებ.

წერტილიWhere stories live. Discover now