1.

2.1K 127 114
                                    

ყველაფერი თავიდანვე იმაზე უფრო ჩახლართული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. არანაირი გზა თავის დასაღწევად, ყველაფერი თითქოს ისევე მიედინებოდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. ვერანაირად ვეწინააღმდეგებოდი, სული მტკიოდა, თვალები მუდამ მეწვოდა, გული გატეხილი მქონდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ მის გამო. მისი სულელური ქცევების გამო, მისი დამპალი სიამაყის გამო, რომელსაც ვერა და ვერ ივიწყებდა. მისი პრინციპების გამო, რომელსაც ყოველთვის ყველაზე წინ აყენებდა. ჩემზე წინაც კი, არასდროს შემოუხედავს სხვა თვალით. განა რა უნდა გამეკეთებინა ისეთი რომ ჩემზე ოდნავ მაინც ენერვიულა? თავი მომეკლა? სისულელეა. წერილები მიმეწერა? აბსურდია, ვენები გადამესერა? ყველაზე დიდი სისულელე. მეც ავდექი და მის მსგავსად გავჯიუტდი, სხვა რა გზა მქონდა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც შუა ქუჩაში ტელეფონზე მოსაუბრეს ლამის გამიტანა, უფროსწორედ მისმა მძღოლმა.

დილაუთენია სახლიდან გამოვიქეცი, უჭმელი, ნახევრად მოუწესრიგებელი, ფეხები მტკიოდა წინა ღამის ნამუშევარი და თვალები მეწვოდა სამი საათიანი ძილის გამო. კვირაში მხოლოდ თორმეტი საათი მეძინა, განა საკმარისი იყო ეს იმისთვის რომ ორგანიზმს დაესვენა ნორმალურად. არა, რა თქმა უნდა, არა. მე ხომ არანორმალური ვიყავი.

ზუსტად იმ დილას შევირბინე კაფეში და ყავა შევუკვეთე რომ სამსახურში მისვლამდე გამოვფხიზლებულიყავი. ოფისამდე კი უზარმაზარი გზატკეცილი უნდა გადამეკვეთა. მეშინოდა? რა თქმა უნდა, არა. მე ხომ დიდი ვიყავი და უბრალოდ ჩვეულებრივი ოცდაორი წლის ბიჭი. სახელად კიმ თეჰიონი, რომელმაც გადაწყვიტა დამოუკიდებლად ცხოვრება. ასე რომ სწორედ ამას ვაკეთებ.

გზა თითქმის ცარიელი იყო, შუქნიშანზე მწვანეც აინთო მოქალაქეებისთვის. მეც თავი დავადე და უკან მოუხედავად გადავედი, ღიმილიანი სახით ვსვამდი თან ყავას, ორგანიზმში სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა ცხელი სითხე. პირდაპირ ტვინს უერთდებოდა და ნელ - ნელა იწყებდა გონება აზროვნებას. სასიამოვნოდ ვვოხრავდი ყოველი ყლუპის შემდეგ. ჰარმონია მანქანის წუილის ხმამ დამირღვია, რომელიც ზუსტად ჩემი მუხლების წინ გაჩერდა. შეშინებულს ნახევრად ჩაცლილი ყავის ჭიქა ტელეფონთან და პალტოსთან ერთად ასფალტზე დამივარდა. გაფართოებული და შიშით სავსე თვალები კი მძღოლს მივანათე. წამში გაბრაზებამ დაისადგურა მთელს სხეულში, ჩემს მოკვლას აპირებდა?

𝑈𝑡𝑜𝑝𝑖𝑎Where stories live. Discover now