ძვირფასო დღიურო

3.3K 108 26
                                    

-მეორედ აღარასდროს გაბედო შემეხო,არ ვიცი ვინ ხარ და რას წარმოადგენ თუმცა მე თოჯინა არ ვარ ახლა კი გამეცალეე-მეთვითონაც არ ვიცოდი როგორ მეყო ძალა მომეშორებინა ჩემზე ბევრად მაღალი და ბევრად უფრო ძლიერი ბიჭი სხეულიდან თუმცა შევძელი და სწრაფად გავვარდი საპირფარეშოდან...
————————————————————

-ელეონორა გამოდი საჭმელი მზადაა
-კაი რა ბებო რამდენჯერ გთხოვო ელეონორას ნუ მეძახი, რაც გინდა დამიძახე:ელენე,ელენა,ელენიკო,ელე,მაგრამ არა ელეონორა რა-სახე პატარა ბავშვივით დავჭყანე და ბებიაჩემს შევხედე
-ელეონორას რას უწუნებ შვილო ეს ხომ ყველაზე უცხო და ყველაზე ლამაზი სახელიაა
-არ ვიცი უბრალოდ არ მომწონს მაგას,რომ მეძახიან-მხრები ავიჩეჩე და ბებიაჩემის გამომცხვარი ღვეზელის ჭამას შევუდექი.

მთელი დღის მანძილზე საქმე არაფერი მქონდა,კვირა დღე იყო რაც იმას ნიშნავდა რომ ვისვენებდი და დროის გაყვანის მიზნით დღიურის წერა დავიწყე:

ძვირფასო დღიურო მე ელენე ვარ, ელენე ჩადუნელი 19წლის, ხომ ვიცი ბანალურად ვიწყებ წერას თუმცაა ჩემი ცხოვრებაც ბანალურია, 10 წლიდან ბებია და ბაბუასთან ვიზრდები ალბათ გაინტერესებს რატომ? რატომ და ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს უფროსოწრად კი არ მიმატოვეს სამუშაოდ ამერიკაში წავიდნენ და იქიდან მეკონტაქტებიან ხოლმე,მათ საქციელს მე მაინც მიტოვებად ვთვლი,როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ მშობლები სწორედ მაშინ წავიდნენ სულ სხვა ქვეყანაში, მარტომ გავიარე გარდატეხის ასაკი,სკოლაში კონფლიქტები,აბიტურიენტობა,ეროვნულები და ა.შ...
ბებიაჩემი მარინა ძალიან კარგი ქალია,მაგის გაზრდილი ვარ ხოლო ბაბუაჩემი ზურა ძალიან გამგები ადამიანია.
ორი საუკეთესო მეგობარი მყავს ლაშა და თეკლე,ორივე ძალიან მიყვარს, როდესაც ჯავახიშვილში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე სწორედ მანდ გავიცანი ორივე. სწავლა ამ წელს შევწყიტე მეორე კურსზე და აკადემიური ავიღე ფინანსური პრობლემების გამო, ფინანსური პრობლემები არ შემექმნებოდა მშობლების გამოგზავნილ ფულს,რომ ვიღებდე თუმცა მათთან ურთიერთობა მაშინ გამიფუჭდა როდესაც მთელი გულით ვთხოვე ჩამოსულიყვნენ ჩემს მე-18 დაბადების დღეზე,მაინც არ ჩამოვიდნენ და ამის გასამართლებლად ბევრი მიზეზი მოიგონეს... უფულობის შემდეგ გადავწყვიტე ჩემით მერჩინა თავი და ლაშამ(ჩემმა მეგობარმა) თავისი მამის ელიტურ რესტორანში მიმტანად დამასაქმა რისთვისაც ეხლაც დიდი მადლობელი ვარ.მუშაობა მიჭირს დილის 8-ზე ვდგები და ღამემდე ვმუშაობ, მაგრამ ანაზღაურება კარგი მაქვს რაც მყოფნის თავის გასატანად.
ძვირფასო დღიურო მგონი დღეისთვის წერა დავამთავრე, ეს იყო მოკლე აღწერა ჩემზე და ჩემს ბანალურ ცხოვრებაზე, შეხვედრამდე.

Never let me go Where stories live. Discover now