ბზითა

756 46 13
                                    

-როდის აპირებდი თქმაას დანიელ, როდიიიის! ყველაფეერს სხვისგან უნდა ვიგებდე შენს შესახეებ! რა ცხოვრებით ცხოვრობდი წარსულში?
-დამშვიდდი და ნუ კივი, ხალხი გვიყურებს, ჩაჯექი მანქანაში და ვილაპარაკოთ
-არსად არ ჩავჯდებიიი, ან ახლავე ამიხსნიიი ანარადა ვშორდებით
-ეგ სიტყვა აღარ იხმარო-მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი ელენეს

გაინტერესებთ რა მოხდა ხომ? მაშინ მოგიყვებით:

დანიელმა ელენე წაიყვანა ძმაკაცების გასაცნობად. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. გოგომ და ბიჭებმა ერთმანეთს გაუგეს. ელეონორამ ერთი ნახვით მოახდინა შთაბეჭდილება დანის ძმაკაცებზე. სვამდნენ,ერთობოდნენ ძველ ისტორიებს იხსენებდნენ დანიელის შესახებ. იდეალური საღამო იყო ყველასთვის სანამ ერთ-ერთი დანიელის ძველი ისტორიის
გახსენებისას ნასვამმა სანდრომ ზედმეტად არ ,,გაუტია"...

-,,ბიჭოო დანიელ გახსოვს მაგრად რომ ვკაიფობდით იმ ნარკოტიკით, მერეე ერთ-ერთი ბარიგა სასიკვდილოდ რომ დაჭერი და მამაშენმა გადაგარჩინა ციხისგან. ისე მაგრად კი გადარჩი შეჩემა ტრუპი რომ არ აიკიდე და ის ტიპი რო გადარჩა. მაგარ ცუდ საქმეებში კი ვიყავით გარეულები, ტვინში გვიქროდა, დავდიოდით იარაღებით, ნარკოტიკებით, ხან ვისთან ვჩხუბობდით ხან ვისთან... იმენაა შავბნელი ცხოვრება ჰქონდა ადრე დანიკოს'"

ამის გაგებისას დანიელი ერთიანად გაშრა. სანდრო ვერ მიხვდა თავიდან რა დააშავა თუმცა ყველას დაძაბული სახე როცა დაინახა გაიაზრა,რომ ზედმეტი ,,იტლიკინა"
ელენე გათეთრდა, მიხვდა რომ ამ წამს მოისმინა ის რაც ერთიანად ცვლიდა თავის შეყვარებულზე წარმოდგენას.
აი თურმე ნასწავლი,განათლებული,ფულიანი ბიჭის მიღმა ვინ იმალებოდა.

ყველაფრისდა მიუხედავად იმ სიტუაციაში(ანუ ბიჭებთან) ელეონორამ თავი შეიკავა, საქმის გარჩევები არ დაუწყო შეყვარებულს და ბოდიშის მოხდით იქაურობა სწრაფად დატოვა.

Never let me go Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin