მოულოდნელი გამოჩენა

903 61 14
                                    

-არამგონია ასეთი საჭირო ვიყო,რომ თავი უჩემოდ ვერ გაართვათ-ამერიკიდაან მირეკავდნენ,მეუბნებოდნენ რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი
-ელენ საჭირო ხარ,გთხოვ,აქაურ ბიზნესს წარმომადგენლებს უნდა შენი ნახვა
-დაახლოებით რამდენ ხნიანი საქმეა?
-მინიმუმ 1 კვირა მაქსიმუმ 1 თვე
-ღმერთო,ჯერ ახლახანს ჩამოვედი და უკან გამობრუნება ძალიან არ მინდა
-აუცილებელი,რომ არ იყოს არ გეტყოდი
-კარგი დევიდ მადლობა,ჩამოვალ უახლოესი რეისით

ეს ამბავი დანიელს ძალიან არ ესიამოვნებოდა,პირდაპირ ნიკოლასს დაუკავშირებდა და გამიბრაზდებოდა.
მარტის წუნწკლიანი ამინდი იყო,მე რომ მძულს ზუსტად ისეთი. ისედაც გაფუჭებულ განწყობას კიდევ უფრო მიფუჭებდა ნაცრისფერი წვიმიანი ცა...
უნდა წავიდე სხვა გზა არ მაქვს,ბიზნესს იქ ვერ მივაგებ სხვების იმედად.
ონლაინ დავჯავშნე ბილეთი და ზეგ გამთენიას ფრენისთვის მოვემზადე. ყველაფერი მოვაგვარე რაც საჭირო იყო,ყველა გავაფრთხილე მოულოდნელ გამგზავრებაზე თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წინ იყო... დანიელი.
__________________________________
-გისმენ პატარავ-გაისმა დანიელის სექსუალური ხმა
-დანნ, შენი ნახვა მინდაა, მანქანით გამოგივლი და რესტორანში ვივახშმოდ,სად ხარ?
-სასტუმროს ნახაზებს ვათვალიერებდი, ჩემთან სახლში ვარ, მოდიიი
-ok

წუნწკლიან ამინდში მეც ამოვისვარე და ჩემი ,,გაპიწკინებული" შავი აუდიც ტალახიანი გახდა.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანის სახლს მით უფრო მიკანკალებდა ხელები.
დანიელი სახლიდან როგორც ყოველთვის ზე-სიმპათიური გამოვიდა და სექსუალური მზერით მაკვირდებოდა შორიდანვე, მოდელის სიარულის მანერა ჰქონდა ან კიდევ უკეთესი.
ბოლოს გააღო კარები და საბოლოოდ ამიკანკალდა სხეული მის სიახლოვეზე და წარმოდგენილ რეაქციაზე რაც ჩემ წასვლაზე ექნებოდა.

-პატარავ მომენატრე
-მეც❤️
-რა სახე გაქ, რამე მოხდა?
-ოუ არა,არაფერი უბრალოდ მშია
-ღორმუცელა, დავრეკე ჩემთან რესტორანში და ყველაფერს დაგვახვედრებენ როცა მივალთ

Never let me go Where stories live. Discover now