წითელი ლენტი

1K 54 11
                                    

-დანიელ სად ხარ? დან?-განერვიულებული წამოვდექი ლოგინიდან და მთელ სახლში ძებნა დავუწყე
(მე და დანიელი ბათუმში გადავედით 1 კვირის შემდეგ და კერძო სახლი ვიქირავეთ)
-დანიეეელ სად წახვედი-ყველა ოთახის კარი შევაღე თუმცა არსად იყო,ნერვებმა კიდევ უფრო ამიტანა ვინაიდან ღამის 3 საათი იყო,ამ დროს თუ არა სახლში სად უნდა ყოფილიყო.

ყველა ოთახის,სააბაზანოს და სამზარეულოს შემოწმების შემდეგ თხელ ხალათ მოცმული ეზოში გავედი და იქ დავუწყე ძებნა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა,გული ცუდს მიგრძნობდა.
ეზოში არ იყო, ბოლოს ეზოდან გავედი და უგზო-უკვლოდ დავუწყე ბნელ ქუჩებზე დანიელს ან მის მანქანას ძებნა.
პატარა ქუჩის შესახვევიდან ხმა მომესმა,ხმა დანიელის იყო,დანიელი ვიღაცას უყვიროდა,თავიდან ჩუმად ყურება დავუწყე,სიბნელეში გარკვევით არაფერი ჩანდა თუმცა დანის ყველგან ვცნობდი.
ორნი იდგნენ, ჩხუბობდნენ, დანიელმა დააარტყა და შემდეეეგ უცნობმა იარაღი ამოიღო და სამჯერ დანიელის მიმართულებით გაისროლა... სრული სიბნელე კიდევ უფრო ბნელი გახდა, დანიელთან კივილით მივვარდი და მის სისხლიან სხეულს ფერება დავუწყეე, მას პულსი არ ესინჯებოდა, ის მგონი მოკვდაა... ვკიოდი თუმცა ჩემი კივილი ცრემლმა შეცვალა როდესაც ახლოდან იმ უცნობში ძალიან ნაცნობი აღმოვაჩინე, ის ნიკოლასი იყო, უყურებდა დანიელის სისხლიან სხეულს და კმაყოფილი იყო თავისს საქციელით... ნიკოლასის ბოროტი ხმა ჩამესმა და მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა:
-არ მიგეტოვებინე და ის ცოცხალი იქნებოდა

-დანიეეეეეელ-ვიკივლე ბოლო ხმაზეე
-რა ხდება პატარავ?-მან თავი ლოგინიდან წამოყო და გაკვირვებული თვალებით შემომხედა
-მადლობა ღმერთს კარგად ხარ, არადა მეგონა რამე დაგემართა
-პატარავ რა უნდა დამმართნოდა?-მიმიხუტა და მამშვიდებდა
-არაფერი უბრალოდ იდიოტური სიზმარი ვნახე და შემეშინდა
-სულელო-თავზე მაკოცა, მე კიდევ მის მკლავებში მშვიდად ძილი გავაგრძელე
________________________________
-ელენე გაემზადე მივდივართ
-სად?
-სიურპრიზია,გამოიპრანჭე და წავედით
-აუ გთხოვ მითხარი რა თორე გაგებუტები
-პატარა ხომ არ ხარ? წამოდი და განახებ სადაც
-ო კარგი კარგი-ბუზღუნ,ბუზღუნით გავემართე მოსამზადებლად
___________________________________
მანქანიდან გადმოსვლის შემდეეგ დანიელმა თვალებზე წითელი ლენტი ამაფარა
-ოუ ეს რა საჭიროა? ასე ხომ ვერაფერს ვერ ვხედავ
-ჯერ არცაა საჭირო დაინახო-ხელში ამიტაცა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა

Never let me go Where stories live. Discover now