მორთული ცა

785 52 21
                                    

ავტორის პოზიცია:

დანიელი უზომოდ ბედნიერი იყო ელენეს მოულოდნელი  ზარით. ელეონორას არ უთქვამს რა საქმე ჰქონდა დანისთან თუმცა გული უგრძნობდა, რომ ცუდი არაფერი იქნებოდა.
როგორ მოემზადა, როგორ გავიდა სახლიდან და საერთოდ როგორ გაცდა თბილისს ვერ იგრძნო იმდენად აჟიტირებული იყო მისი სიყვარულის ნახვის სურვილით.
თანაც სიზმარი... ასეთი საყვარელი სიზმარი კარგ გუნებაზე აყენებდა.

ჩქარობდა თანაც ძალიან ჩქარობდა. მისი შესანიშნავი აუდი მის სიჩქარეს ხელს უწყობდა და დიდი სისწრაფით მიქროდა.
,,ასე ძალიან არ უნდა ჩქარობდე დანიელ" ეუბნებოდა მისი შინაგანი ხმა თუმცა აჟიტირებული სულ არ უსმენდა ამ ხმას.  
სავარაუდოდ ჯარიმა ჯარიმაზე მოუვიდოდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.

მოულოდნელად დიდმა ტრაილერმა ჩაუჭრა გზა.
ჯანდაბა დანიელ დაგეჯერებინა შენი ხმისთვის!
მოასწრებდა, რომ ასეთი დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა დატორმუზებააას?! გადაურჩებოდა დანიელი დიდ ავარიას?!

-შენი დედაააც სი@ო-პროფესიონალმა მძღოლმა(დანიელმა) რომელიც საჭეს 14 წლის ასაკიდან ფლობდა შესანიშნავი მანევრით ავარია თავიდან აიცილა, თუმცა გინება არ დააკლო ,,მოწინააღმდეგე" მძღოლს.

,,იარე ნელა დანიელ"  გაუმეორა თავის თავს და ოდნავ ანერვიულებულმა (წეღანდელი ინციდენტის გამო) გზა განაგრძნო.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა(როგორც ზღაპრებში იტყოდნენ) საბოლოო ჯამში ჩავიდა რაჭაში.
რაჭა, რომ ულამაზესია ეს ყველამ იცის თუმცა მაისის აყვავილებულ კუთხეს სულ სხვა ,, ეფექტი" ჰქონია.
ამ მხარეში დანი იყო ნამყოფი თუმცა სოფელ ,,ბზითაში" არასოდეს.
ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მკითხაობის შემდეგ სოფელს მიაგნო თუმცა აფსანა ბებოს სახლის მიგნება გაუჭირდა.

იმ ნომერზე საიდანაც თავისმა ელენემ დაურეკა ზარი გაამეორა:

-ელენე...
-არ ვარ შვილო ელენე...სააბაზანოშია შესული მე აფსანა ბებია ვარ
-გამარჯობათ ქალბატონო  მე დანიელი ვარ ელენეს...
-ვიცი შვილო ვიცი,უნდა ჩამოსულიყავი ხომ?
-დიახ,დიახ უკვე სოფელში ვარ და ზუსტი მისამართი მაინტერესებს
-სოფლის ამოსახვევს სულ ბოლომდე ამოუყევი შვილო, შემდეგ მარჯვნივ შემოუხვიე,ბოლოს წინა სახლია ჩემი
-კარგით დიდი მადლობა

Never let me go Where stories live. Discover now