27

998 55 12
                                    

1 კვირის მერე მე და დანიელმა დაბრუნება გადავწყვიტეთ. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან გატარებული 2 კვირა თუმცა მშობლები და თბილისი ძალიან მენატრებოდა, თანაც ზამთრის ზღვა და სინესტე არც თუ ისე სასიამოვნოა, სუსტი ბრონხების პატრონი ვარ და ნესტზე ქრონიკული ხველა მეწყება ხოლმე...
_________________________________
ძვირფასო დღიურო ეხლა 28 თებერვლის 11 საათია, 1 საათში დანის დაბადების დღეა, რეალურად 29 თებერვალს დაიბადა თუმცა 1 ში აღნიშნავს. მე ვთვლი რომ ადამიანი რომელიც 29 შია დაბადებული, 28 თებერვალს არ უნდა აღნიშნავდეს დაბადების დღეს.
წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვაჩუქო, მითუმეტეს მისი ოჯახი გრანდიოზულ სუფრას შლის რესტორანში. ჩემმა მშობლებმა უკვე უყიდეს რაღაც ძვირადღირებული საათი,მგონი როლექსის,მაგრამ მე ცალკე ავურჩევ რამე ორიგინალურს. დღეს პირველად გამოვჩნდებით მე და დანიელი ხალხის წინაშე ისე როგორც ,,წყვილი", ეს ფაქტი ცოტა არ იყოს მძაბავს,იმიტომ,რომ არამცთუ დანის არამედ არცერთი ბიჭის შეყვარებული არ ვყოფილვარ არასდროს.
ორივეს ოჯახმა იცის უკვე ჩვენს შესახებ, ჩემი და მისი ოჯახიც კმაყოფილია ჩვენი გადაწყვეტილებით. დანიელის ოჯახს არ ვიცი რამდენად მოვეწონებოდი ისევ მიმტანი, რომ ვიყო.
უიი მინდა გითხრა რომ თეკლესთან საერთოდ გავწყვიტე ურთიერთობა,ის არ ყოფილა ისეთი კარგი როგორიც მეგონა: მე და დანი როცა ჩამოვედით ეგრევე სახლში მისვლა არ გვინდოდა,ამიტომ ვიფიქრე თეკლეს გავაცნობ თქო,მითუმეტეს მარტო ცხოვრობს და მისვლა არ მომრიდებია, ჯერ რათქმაუნდა დავურეკე და გავაფრთხილე რომ მასთან მივდიოდით,დანიმ იუარა სადმე კაფეში ან ბარში დავპატიჟოთო მაგრამ ბევრი ხალხის თავი არ მქონდა, მოკლედ საბოლოოდ მივედით თეკლესთან საღამოს 7 საათზე, მივიტანეთ პიცები,სასმელი,შოკოლადები... თეკლეს დანიელი ძალიან მოეწონა,იმდენად ძალიან რომ სათავისოდ მოუნდაა... წარმოგიდგენია? რამოდენიმე ჭიქა დალია და ლამის კალთაში ჩაუხტა. მერე ბოდიშებს კი მიხდიდა,მაგრამ უკვე გვიანი იყო. დანიელს ისე შერცხვა და თავი ისე უხერხულად იგრძნო,თითქოს თვითონ ყოფილიყო რამეში დამნაშავე.
ამასობაში გახდა 12, დანის პირველმა უნდა მივულოცო თორე ეწყინება და გამებუტება, ზოგჯერ ისე იცის გაბუტვაა გეგონება 5 წლის ბავშვი იყოს, მე ვისზე რას ვამბობ მეც ეგეთი ბუტია ვარ. წავედიიი.

Never let me go Where stories live. Discover now