კოჯორი

1.1K 58 22
                                    

ელენე:

დანიელს 2 დღე არ ვცემდი ხმას, მირეკავდა მწერდა თუმცა მე ვაიგნორებდი, თავმოყვარეობა მქონდა რასაც ვერ ვაბიჯებდიი, პირველად მივედი მასთან სახლში და შუა ღამეს მიმატოვა თუმცა ბოლოს ბრაზმა გადამიარა... არ ვარ ის კატეგორია გოგოების რომელიც ბიჭებს იქამდე არ ურიგდებიან სანამ რაღაც ძვირადღირებულ საჩუქარს არ მიართმევენ. დანიელმა კი გაბრაზებულზე  ფუმფულა დათუნია და შოკოლადებ გამომიგზავნა რამაც გული მომილბო, არ ველოდი მისგან დათუნიას ჩუქებას სულ არ ჩანდა ეგეთი ტიპაჟი.

გუშინ სამსახურში განცხადება დავწერე წამოსვლის თაობაზეე რაზეც ლაშა გაგიჟდა და მეხვეწა დარჩი ან მიზეზი ამიხსენიოო, მე ყველაფერი პირში მივახალე რაც დანიელმა მომიყვა ის კი შერცხვენილი და თავდახრილი მისმენდა და არც მეწინააღმდეგებოდა.მასთან მეგობრობას აზრი აღარ ჰქონდა ვეღარ შევხედავდი ლაშას ისე როგორც ადრე ვუყურებდი,  ბოლომდე გამიცრუვდა მასზე წარმოდგენა.

დანიელმა რაღაც წვეულებაზე დამპატიჟა რომელიც მისი ბიზნეს პარტნიორის თუ მეგობრის აგარაკზე იმართებოდა.სიმართლე გითხრათ არ ველოდი მისგან ამ წინადადებას.
შეყვარებულები არ ვართ თუმცა არ ერიდება საჯაროდ ერთად გამოვჩნდეეთ.
წარმოდგენა არ მქონდა რა ჩამეცვა ან როგორ მოვმზადებულიყავიი თუმცა უარს ვერ ვეტყოდი. იქ იქნებოდა ელიტური საზოგადოება რასაც შესაბამისი ჩაცმა უნდოდა. 

საღამოს 8-ზე დანიელს უკვე მზად დავხვდიი შავ ამოღებულ კაბაში  რომელიც ოდნავ გამომწვევიც კი იყო: -ულამაზესი პარტნიორი მეყოლება დღეს გვერდით-ლოყაზე ნაზად მაკოცა
-შენც კარგად გამოიყურები, სად მივდივართ
-კოჯორში 
-ძალიანნ კარგი...

საღამო კარგად წარიმართა ყველას გააცნო ჩემი თავი. ვერ ვიტყვი რომ ამ საზოგადოებაში ყოფნა მომწონდა თუმცა არც ცუდად ვგრძნობდი თავს. ქალების ის ნაწილი რომელიც დანიელზე ოცნებობდა ბოღმიანი თვალებით მიყურებდნენ, ხოლო დანიელის ახლო მეგობრებს ძალიან მოვეწონე.

Never let me go Where stories live. Discover now