სიზმარი თუ წინათგრძნობა

777 57 26
                                    

ელენე:

ძვირფასო დღიურო 10 დღე გავიდა წამოსვლის შემდეგ, თუმცა შენ ჩემზე კარგად იცი რამდენი დღე გავიდა დანიელის გარეშე რადგან შენ გიყვები და შენში ვწერ ყველფერს ყველაზე დეტალურად.
აქაურობა ძალიან მომწონს. უბრალოება და უბრალო ცხოვრება ძალიან მომნატრებია.
ყოველ დღე აფსანა ბებია 7 ზე მაღვიძებს და ძროხებს ერთად ვუშვებთ საბალახოდ. ყველის ამოყვანა და ძროხის მოწველვაც ვისწავლე. ქათმებს მე ვაჭმევ გამხმარ სიმინდს.
ნერვები დამიმშვიდდა და მხოლოდ პოზიტივი დარჩა ჩემს ორგანიზმში.
აფსანა ბებოს არც მე არაფერს ვაკლებ, კი გაიძახის ,,რათ მინდა გოგო შენი ფულიო" თუმცა მაინც ყველაფერს ვუკეთებ.
ცხელი წყალი არ ჰქონია საწყალს, მე აქაური მუშა ბიჭები დავიქირავე და სწრაფად მოვუგვარე ეგ პრობლემა.

ჩემიანებს ვურეკავ ხოლმე 3 დღეში ერთხელ აფსანა ბებოს ტელეფონით. ყველა ძალიან განიცდის ჩემს წასვლას თუმცა შეეგუვნენ იმ აზრს რომ ასე ჯობია ჩემთვის.
დანიელს მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე. ვუთხარი რომ ,,კარგად ვარ" და ,,მალე ჩამოვალ".
ვთხოვე რომ არ მოვეძებნე და დრო მოეცა ჩემთვის.
სიმართლე გითხრათ აქედან მალე წასვლას არ ვაპირებ. სავარაუდოდ კიდევ 1 თვე დავრჩები.
დედამ მითხრა დანი გიჟს გავსო, სმას მოუმატაო, ენატრებიო და თავს ვერ აკონტროლებსო. ეს ამბავი ძალიან კი მაღელვებდა თუმცა წასვლა მაინც არ მინდოდა. იმდენი გამოვიარე, რომ ჯობია დავისვენო ყველაფერი ნეგატიურისგან.
ერთი სიტყვით ყველაფერი რიგზეა ერთი რამის გარდა:
გულის რევები და თავბრუს ხვევები თავს არ მანებებს. ხან რას დავაბრალე ხან რას. თავიდან ვიფიქრე აკლიმატიზაციის ბრალია, მთებში ყოფნის გამო წნევა მიწევს თქო თუმცა არა და არ გაჩერდა ეს სუსტად ყოფნები.
___________________________________

-აფსანა ბებო, ძროხები არ მოვწველ...-გული წამივიდა

-გოგო, გოგო... ელენკააა-წყალს მასხამდა მოხუცი თან განერვიულებული ხმა ჰქონდა

Never let me go Where stories live. Discover now