7 თვე

870 53 23
                                    

დანიელი:
,,ორსულად ვარ". მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვატრიალებდი გონებაში.
მე მამა გავხდები.
მამაა?!
თანაც მე?
შეუძლებელია!
რა კარგად ჟღერს
,,დანიელ გიორგაძე ცნობილი ბიზნესმენი,მამა გახდა"-რა შუაშია აქ ბიზნესი, ჩავეძიე ჩემივე თავს?!

მიხაროდეს და ელენე ხელში ავიტაცო თუ აქაურობას ისე მოვშორდე ვითომ არც ჩამოვსულვარ.
დანიელ შე ნაბი@ვარო რას ნიშნავს მოშორდე აქაურობას? გაქცევას აპირებ? ვისგან? საკუთარი შვილისგან თუ შენი შვილის დედისგან რომელიც გიყვარს თანაც როგორ.
მიხაროდა თანაც უცნაური შეგრძნება მივლიდა ტანში.
მე 4 წელში ბავშვი ,,მამას" დამიძახებს.
როგორ შეიძლება ელენესნაირი ლამაზი გოგო ან ჩემი მსგავსი ბიჭი არ გამიხარდეს.
სიზმარი... მე ვიგრძენი ჩემი შვილის არსებობა...

დიდი ხნის მანძილზე გაშტერებული თვალებით ერთ წერტილს მივშტერებოდი და ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი იქამდე სანამ ელენემ არ გამომაფხიზლა:

-რა დაგემართა? ვერ გავიგე გაგიხარდა თუ გეწყინა

ხელში ავიტაცე, დავაბზრიალე. ყელში ვაკოცე

-ჩემი სიზმარი გამართლდა. ელენე ჩადუნელო შენ ჩემი შვილის დედა ხდები

ელე კისკისებდა ბედნიერებისგან. ალბათ ეგონა არ გამიხარდებოდა. ანდა როგორ არ უნდა გამხარებოდა?

-მეგონა არ გაგიხარდებოდა, ძალიან ვღელავდი
-სულელოოო, ჩვენი შვილი როგორ არ უნდა გამხარებოდა?!

ორივე ბედნიერები ვიყავით. რაჭის ცივი ჰაერი ორივეს გვამშვიდებდა და ბედნიერების გრძნობას კიდევ უფრო გვიღვივებდა.
ბედნიერი ვარ. ეხლა უკვე თამამად ვიტყვი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ.

სახლის ფანჯარასთან დავინახეთ გახარებული აფსანა ბებო რომელიც ჩვენი  ყურებით ტკბებოდა და თან ფინჯნით სავარაუდოდ ჩაის მიირთმევდა.

აწი უკვე დედ-მამა ვართ მე და ელენე.
ნეტა ბიჭია თუ გოგო?

შუაღამეს ელენეს ჩემს მკლვზე  ჰამაკში ჩაეძინა. მე ფრთხილად გადმოვაწვინე საწოლში და სიგარეტის მოსაწევად გავედი.

Never let me go Where stories live. Discover now