კონტროლი

832 50 35
                                    

ელენე:
პარიზი, გარეთ წვიმა,სახლში სითბო, დანიელის მკლავებში ძილი მითუმეტეს წვიმიან ამინდში იდეალურზე იდეალური კომბინაციაა. თან წვიმს და თან გაზაფხულის სუნი იგრძნობა, ესაა ყველაზე სასიამოვნო რაღაც ჩემთვის. მიყვარს გაზაფხული ზოგჯერ ზაფხულზე მეტად, იმიტომ რომ გაზაფხულზე ყველაფერი ზაფხულისთვის ემზადება.

გამთენიის 6-ზე გამეღვიძა. ეს დღე პარიზში ყოფნის მეორე დღე იყო. შუქი ფანჯრებში მკრთალად აღწევდა ვინაიდან ჯერ მზე ბოლომდე არ იყო ამოსული. დილის სუფთა ჰაერი ავსებდა მთელს სახლს. ისეთი ლამაზი იყო გამთენიის პარიზი შემეძლო ამ ხედებისთვის მთელი ცხოვრება მეყურებინა. წელზე დანიელის ხელებს ვგრძნობდი, ისე ვყავდი მიკრული სუნთქვის საშვალებას არ მაძლევდა. მზის შუქი დანის სახეს უნათებდა და მის ნაკვთებს უფრო გამოკვეთდა. ულამაზესი იყო, პარიზიც და დანიელიც.

P.S ვისაც წაკითხული აქვს (First and last) გაგახსენდათ მსგავსი აღწერა მარიამი და გიორგი პირველად წყნეთში,რომ იყვნენ?☺️

ხედებით ტკბობა კი ძალიან მომწონდა თუმცა დილის ძილს არ მერჩივნა ამიტომ გემრიელად მოვთავსდი და ძილი გავაგრძელე.

სიზმრები კვლაავ კოშმარული და მშფოთვარე მქონდა. ყოველ ჯერზე როცა თვალს ვხუჭავდი ის ნემსიანი ბიჭი მიახლოვდებოდა და სასიკვდილო დოზას უშვებდა ჩემს ვენებში.
ვერც ფსიქოლოგის რჩევებმა და ვერც ადგილსამყოფელის გამოცვლამ ვერ დამავიწყა წარსულის ცუდი მოგონებები. დილის 11-ზე ყვირილით წამოვხტი და როცა მივხვდი რო სიზმარი იყო და სხვა არაფერი დავმშვიდდი,მაგრამ დანი გულგახეთქილი შემოვარდა სამზარეულოდან.
-ელენე კარგად ხარ?-შიშისგან ქოშინებდა
-მორიგი კოშმარი იყო, ასე რატომ შეგეშინდა დანიელ?
-არ ვიცი... უბრალოდ მეგონა რამე მოხდა
-მოდი ჩემთან ჩამეხუტე-მოვიდა ჩამეხუტა და თავზე ფერება დამიწყო

-პატარავ დროა დაივიწყო ეგ მოგონებები. ვიცი გიჭირს. ვიცი ძნელია მაგ ყველაფრის გადახარშვა,თუმცა ახალი ცხოვრება დავიწყეთ, აგერ უკვე პარიზში ვართ, ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს. დაწყნარდი და მხოლოდ კარგ აწმყოზე და მომავალზე იფიქრე
-ვცდილობ, ჩემიც უნდა გაიგო. ძალიან დამიზიანდა გონება და ნერვები მაგ ყველაფრით
-სამაგიეროდ იმაზე ძლიერი გახდი ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. ცხოვრებაში ხომ იცი რაც ხდება ყველაფერს თავის მიზეზი და ახსნა აქვს. უმიზეზოდ არაფერი მოხდებოდა. მთავარია კარგად დასრულდა და ეხლა ჯამრთელი და ბედნიერი ჩემს გვერდით ხარ.
-შენ რომ არ მყავდე დანიელ, ალბათ გავგიჟდებოდი და საგიჟეში დამაწვენდნენ.
-აჰაჰაჰა. მერე რა გიჟუაც საყვარელი იქნებოდი-თმები ამიჩეჩა
-მოდი დღეს რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ დანნ, ისეთი რაც სულ დაგვამახსოვრდება-ტუჩები დავბრიცე არ მინდოდა უარი ეთქვა
-ჰმმ... მაგალითად რა?
-ამმ. შენ მოიფიქრე
-ტატუ გავიკეთოთ
-ჰა?
-წავიდეთ და რამე ისეთი ტატუ დავიხატოთ რაც ჩვენს სიყვარულს და ერთმანეთს გაგვახსენებს სადაც არ უნდა ვიყოთ
-ვაუუ. ძალიან მაგარი იდეააა-წამოვხტი და სიხარულისგან ბალიში ვდრუზე
-აუჩ მეტკინა. ეს რისთვის?-ვითომ გამიბრაზდა
-უი შემთხვევით-ლოყაზე ვაკოცე

Never let me go Where stories live. Discover now