მიტოვებული სასახლე

822 52 15
                                    

დანიელი:

-ცუდი შედეგია-ისე ლაპარაკობდა არც მიყურებდა
-ვერ მიგიხვდი
-შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე 4 დღეც ცუდი შედეგია

ალბათ ელენეს ნალაპარაკებს სხვა ვერავინ გაიგებდა ჩემს მეტი. საქმე იმაშია,რომ ელენეს წასვლიდან 4 დღე გავიდა. მე კი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ვიპოვე.

-პარიზი დიდია, თანაც იმის გარანტიაც  არ მქონდა რომ პარიზში დარჩი და სხვაგან არ წახვედი. სანამ ყველა სასტუმრო შევამოწმე რაც აქ არსებობს იქამდე ვერ გიპოვე, ამას კი დრო უნდოდა.
-აჰამ
-ყვავილები არ მოგწონს?
-ჩემი თვალების ფერი ვარდები?
-ხოოო
-მომწონს
-მაშინ შემირიგდი
-ვერაა. მე არ მაქ გარანტია,რომ არ მიღალატე ან კიდევ არ გაიმეორებ
-შენ იცი რომ არ მიღალატია ელენე
-საიდან?
-იმ გოგოს მესიჯი,რომ მომივიდა ვნახე თუმცა შენც გინახია და მერე წაშალე-დაიმორცხვა,თავი ჩახარა,არ ეგონა თუ ვიცოდი,რომ ნახა.
-უბრალოდ დარჩენილი იყო შენი ექაუნთი ჩემს ტელეფონში.ეგ მესიჯი,რომ მოვიდა ვეღარ მოვითმინე და ვნახე
-არ გამტყუვნებ, მეც ეგრე ვიზამდი
-,,..."
-შემირიგდები პატარავ?

თავი დამიქნია  და ჩამეხუტა. ის დღე სასტუმროში ერთად გავატარეთ. საბოლოოდ ჩვენს ნაქირავებ კოტეჯში დავბრუნდით და კიდევ ერთხელ ვცადეთ ყველაფრის თავიდან დაწყება.

1 მაისი თბილისი:

ელენე:

-მშიაააააა, ბებო მშიააა
-რა გაყვირებს ელეონორა, მზადაა ყველაფერი
-ყველაზე გემრიელი ხელი გაქვს ბებო-დიდი ლუკმა ჩავიტენე და ბებიაჩემს მადლიერმა გავხედე
-ბებო მგონი დროა გათხოვებაზე იფიქრო, ასეთი კარგი სასიძო გვყავს, თანაც ბიზნესიც საერთო გაქვთ, რაღას ელოდებით?-ლუკმა გადამცდა მარინას მოულოდნელ განცხადებაზე
-კაი რა ბებო, რა სისულელეა, რა დროს გათხოვებაა
-რაზე საუბრობთ?-სამზარეულოში დედაჩემი შემოვიდა და საუბარში ჩაერთო
-რაზე შვილო და იმაზე რო დროა გათხოვდეს. ასეთ კარგ ბიჭს ხელიდან ვინ გაუშვებს, უხდებიან თანაც ერთმანეთს-მარინა მალე დამახრჩობს ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს
-ნამდვილად გეთანხმები დედა, არცერთი აღარაა პატარა დროა გათხოვდეს-დედაჩემმაც მხარი აუბა
-ხალხო დამაცადეთ ჭამაა, რეეებს ბოდავთ
-ელენე დღეს დანიელის მშობლები კიდევ ერთ რესტორანს ხსნიან. საზეიმო გახსნა იქნება ორივე აუცილებლად მოდით
-ვიცი დედა
-ძალიან კარგი. მაშინ დროულად გაემზადე.
_______________________________
-პატარავ აუცილებლად უნდა გამომყვე მაღაზიებში დღეს. ახალი კოსტიუმი უნდა ვიყიდო
-გამომიარე სალონში ვარ
-ოუ და რას იკეთებ?
-თმებს და ფრჩხილებს
-რა ფერის შინკას იკეთებ?
-რას დანიელ?-გულიანად გამეცინა
-შინკა
-და ეგ რა არის?😂
-აი რაღაც გამძლე მანიკური, მალე რო არ შორდება
-ანუ შილაკი😂
-ხო რა მნიშვნელობააქ
-მოკლედ 1 საათში მოვრჩები და გამომიარე, მისამართს მოგწერ

Never let me go Where stories live. Discover now