მოგენატრე?

1K 62 12
                                    

ელენე:
სანამ შეხვედრა გვექნებოდა თეკლესთან წავედი და ვნახე,იმდენი საჩუქარი ჩამოვუტანე ბედნიერებისგან გაგიჟდა, ლაპარაკს შევყევი თეკლესთან და დრო გამეპარა ამიტომ 15 წუთით შეხვედრაზე დავაგვიანეე. რესტორნის პარკინგზე ადგილი ძლივს ვიპოვე და ჩემი თავდაჯერებული სიარულის მანერით წავედი რესტორნისკეენ. დედაჩემმა როგორც მითხრა რესტორნის უკანა მაგიდაზე იჯდნენ, შორიდან დედაჩემის წინ მჯდომი ბიჭი მეცნო ან უბრალოდ ძალიან ჰგავდა დანიელს რაზეც გული ამიჩქარდა და ყველა მოგონება თავიდან ამომიტივტივდა

-გაიცანით ჩვენი საამაყო შვილი და ბიზნესის მთავარი მმართველი ელეონორა ჩადუნელი-მიახლოვებისას მხოლოდ დედაჩემის ეს სიტყვები გავიგე და შემდეგ მხოლოდ ჩემი გულის ცემის ხმა მესმოდა, შეუძლებელია დანიელი ყოფილიყო ის ვინც წინ მეჯდა, შეუძლებელია დანიელი გახდეს ჩემი პარტნიორნი, ალბათ სიზმარში ვარ და სულაც არ ხდება ეს ყველაფერი, გარეშემო ვეღარაფერს ვხედავდი დანიელის გარდა... ისე მენატრებოდა ეს 2 წელი,ისე მინდოდა შორიდან მაინც დამენახა მისი თვალები,მაგრამ ამერიკაში ვერსად ვხედავდი აქ კი ჩამოსვლიდან მეორე დღეს ასე წარმოუდგენლად და დაუჯერებლად გადავეყვარე. ისეთი სიმპათიური იყო, ოდნავ წვერებში კვლავ ისეთი იდუმალი თვალებით... დანიელის სახეზე გაოცება, მონატრება და ბრაზი ერთდროულად აღიბეჭდა... რამოდენიმე წუთით ვუყურებდით ასე დებილებივით ერთმანეთს თუმცა ჩვენი თვალებით კონტაქტი ჩემთვის უცნობმა ქალმა გაგვაწყვეტინა რომელიც სავარაუდოდ დანიელის დედა იყო:
- ძალიან ლამაზი ყოფილხარ ელეონორა,არ მოველოდი ასეთ ლამაზ გოგოს გაოგნებული ვარ
-გმადლობთ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
-რამდენი წლის ხარ ელენე?-ეს სავარაუდოდ დანიელის მამა იყო რადგან ძალიან ჰგავდა მას
-21-ზრდილობიანად გავიღიმე თუმცა დანიელის მზერა სხეულს მწვავდა
-საქართველოში რამდენი ხანია აღარ ცხოვრობ? თუ ამერიკაში დაიბადე?
-არა 2 წელი და 4 თვეა რაც წავედი-ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა დანიელს,დანიელი დუმდა და მხოლოდ მისმენდაა, მე კიდე მრცხვენოდა და ვერც ვუყურებდი თვალებში
-ელენე ჩვენდა გასაკვირად მოულოდნელად დაგვთანხმდა ამერიკაში წამოსვლაზე, არ მეგონა თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამერიკაში წამოვიდოდა იქ ისწავლიდა და ბიზნესს ჩაუდგებოდა სათავეში-თქვა რეზომ(მამაჩემმა)
-ასე მოულოდნელად რატომ მიიღე წასვლის გადაწყვეტილება ელენე? - ღმერთოო ხმა ამოიღოოო,უფრო ბოხი და სექსუალური ხმა ჰქონდა,გავშრი მის კითხვაზე მაგრამ ,,ნაგლურად" თვალი თვალში გავუყარე,ის კი გამომწვევად მაკვირდებოდა
-პრობლემებს გავექეცი,აქ აღარავინ მყავდა ისეთი ვის გამოც დავრჩებოდი,ვინც მყავდა იმედები გამიცრუაა და აღარ შემეძლო დარჩენაა
-კმაყოფილი ხაარ ?-ბოროტული ღიმილით მიყურებდა დანიელი,ჩვენი მშობლები კი ხვდებოდნენ რაღაც რიგზე ვერ იყო ჩვენს შორის
-ვერ მიგიხვდი?
-კმაყოფილი ხარ შენი გადაწყვეტილებით? აქ რომ ყველა და ყველაფერი მიატოვე და წახვედი, მიგეცა შანსი იმ ადამიანებისთვის ვინც გული გატკინა იქნებ როგორ შეცვლილიყვნენ
-კი კმაყოფილი ვარ, თუ ადრე რესტორნის მიმტანად ვმუშაობდი ეხლა მეთვითონ ვფლობ რესტორნების ქსელს,მითუმეტეს ამერიკაში ბევრად უფრო მეტი მეგობარი გავიჩინე რომლებმაც იმედები არ გამიცრუეს
-ოუ დიახ ჩემ ელენეს ბევრი მეგობარი და თაყვანისმცეემელი ჰყავს, არც ელენეა გულგრილი ჩემი ფავორიტი ნიკოლასის მიმართ-თქვა ნათიამ,იმის თქმა დამავიწყდა რომ ნათიას და რეზოს ნიკოლასი ძალიან მოსწონდათ, დანიელი კი გაშრა ნათიას სიტყვებზე
-ძალიან კარგი,შენი შეყვარებულიც გაგვაცანი ელენე,რატომ არ მოიყვანე?-გამიღიმა დანიელის დედამ
-ამერიკაში დავტოვე,მალე ჩამოვა და გაგაცნობთ-აღარ ვუარყავი ის ფაქტი რომ ნიკი არ იყო ჩემი შეყვარებული დანიელის რეაქციიდან გამომდინარე

Never let me go Donde viven las historias. Descúbrelo ahora