დაბრუნება

902 58 15
                                    

-რაა? რა გვინდა საქართველოში? ძლივს აქ საქმე ავაწყვეთ
-ჩვენმა ფინანსისტმა გვითხრა,რომ თბილისში ორ ბიზნესმენს ჩვენთან პარტნიორობა და სასტუმროს აშენება უნდა,ამიტომ უნდა ჩავიდეთ სამივე და გავარკვიოთ პირობებიი,ძალიან კარგი შემოსაავალი იქნება სასტუმრო 
-კი,მაგრამ მე რომ დავრჩე?აქ ყველას ვერ მივატოვებ
-შვილო როცა გინდა უკან დაბრუნდები,რა პრობლემაა?
-როდის მივდივართ?
-ხვალ გამთენიის ბილეთებს ავიღებთ,მოემზადე და მეგობრებს დროებით დაემშვიდობე
-მინდა რომ დავრჩე დედა!
-ელენეეე შენ 70% გეკუთვნის,ჩვენი ბიზნესის მთავარი მმართველი შენ ხარ და შენს გარეშე ვერ წავალთ. 
ნაწილობრივ მიხაროდა უკან დაბრუნება მენატრებოდა საქართველო და იქაური ხალხი. მენატრებოდა ბებია და ბაბუა,თეკლეც და ჩემი სახლიც. საქართველოში ყოფნით დანიელის ნახვის შანსები იზრდებოდა თუმცა არამგონია კვლავ გადავეყარო. ნიკოლასს ან დანარჩენებს არ ვიცი როგორ ავუხსნა ჩემი უკან დაბრუნების ამბავი,როცა ამერიკაში ყოფნა მინიმუმ 5 წლით მქონდა გადაწყვეტილი.
ჩემი თავის ამბავი,რომ ვიცი წავალ დაა აღარც დავბრუნდები, საქართველოში დავრჩები, თუმცა ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება.
ნიკოლასი მომენატრებოდა,მაგრამ ისე არა როგორც დანიელი მენატრებოდა აქ ჩამოსვლისას. 

-დედა მე გავდივარ მეგობრებს დავემშვიდობები და საღამოს ბარგს ჩავალაგებ
-კაი დე არ დაიგვიანო ჭკვიანად.

ჩემი ყველა მეგობარი ჩემს რესტორანში დავპატიჯე და ლამაზი სუფრა დავახვედრე, მინდოდა გამომშვიდობება სასიამოვნო ყოფილიყო თუმცა ვიცი ნიკოლასი ამას მტკივნეულად მიიღებს,თანაც დანიელის ამბავიც იცის,იცის რომ ის საქართველოში ცხოვრობს და ისიც იცის რომ მიყვარდა, დანიელის შესახებ მხოლოდ ნიკოლასს მოვუყევი იქამდე სანამ  მეგობრები ვიყავით.  
_________________________________
-ელლ რა ხდება რატომ მოაწყვე ასეთი გრანდიოზული შეხვედრა?
-ალესანდრ მალე გაიგებ❤️

Never let me go Where stories live. Discover now