je t'aime

878 56 6
                                    

დანიელი:
ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს თავიდან დავიბადე, თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერმა თავიდან დაიწყო მოძრაობა და არსებობა. ეხლა მივხვდი,რომ აქამდე სუნთქვა მიჭირდა და მხოლოდ ეხლა შევისუნთქე წესიერად ჰაერი. ვიცოდი რომ იბრძოლებდა ჩემი პატარა მაგრამ ასეთი ძლიერიც თუ იქნებოდა არ მეგონა. აწი ყველაფერი უკეთ იქნება.

-ის...ის კონტაქტურია? მეტყველებს? თუ უბრალოდ თვალები გააახილა?
-კონტაქტურია და პირველი თქვენი სახელი თქვა,სწორედ ამიტომ მოვედი თქვენთან
-დიდი მადლობა ექიმო,ეხლავე ვინახულებ

ელენეს პალატისკენ კი არ მივედი ლამის გავიქეცი. ამდენი ხანი არ მქონდა გაგონილი არც მისი ხმა, ამდენი ხანი არ მქონდა დანახული მისი ღიმილი. არ ვიცი იქ როგორი ელენე დამხვდება, სავარაუდოდ დასტრესილი და პიროვნულად განადგურებული,მაგრამ მთავარია ის გადარჩა, დანარჩენს ეშველება.

შევაღე კარები და:
-პატარაავ-ხმადაბლა ვთქვი, არ მინდოდა დამეფრთხო
-დანიიი-შემომხედა ბევრად უფრო გამხდარმა და დასუსტებულმა ელენემ, რომლის თვალებიც დასევდიანებული იყო და ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა
-მე არ ვიცი რა ვთქვა ელე, სიტყვები არ მყოფნის იმ ბედნიერების გამოსახატად,რომ შენ ეხლა ლაპარაკობ-მოვეხვიე, თვითონაც მომეხვიააა თუმცა მალევე დაიჭყანა წვეთოვნისგან გამოწვეული ტკივილით.
-ხომ იცოდი არ დაგტოვებდი დანიელ? გეგონა იმ არაადამიანებს ჩემი სიკვდილით გავახარებდი?!-თვალები გაუბოროტდა მათ ხსენებაზე
-ჩემო ლამაზო მთავარია ყველაფერი ცუდი უკან ჩამოვიტოვეთ, გპირდები პატარავ როგორც ,,მიბრძანებ" ისე გავუმწარებ მაგათ და მაგათ შთამომავლობას სიცოცხლეს
-ძალიან მენატრებოდი ეს დღეები დანი. ვგრძნობდი შენ სიახლოვეს,მაგრამ ვერ გამოვხატავდი და ვერაფერს გაგრძნობინებდი
-აწი იმდენი დრო გვაქვს წინ ყველაფრის გამოხატვას შეძლებ
-ყველაფერი მესმოდა რასაც მელაპარაკებოდი, ისიც გავიგე,რომ თქვი ,,მთავარია არ გამინარკომანდეო"-მე,რომ მიყვარდა ისე გაიცინა
-მერე ხომ არ აპირებ პატარავ?
-აჰაჰაჰა არა, მაგას რა გამაკარებს
-ელენე
-გისმენ დანი
-მიყვარხარ
-მეც ძალიან
-ვერ დაკგარგავდი, ვიცოდი,რო იბრძოლებდი
-აქედან წავიდეთ დანიელ
-რას გულისხმობ პატარავ?
-ამ ქვეყანაში ჩამოსვლა აღარ მინდა,მეზიზღება აქაურობა, ვნანობ აქ გატარებული 2 წელს უშენოდ.
-როგორც შენ მოგინდება. თუ გინდა პარიზში წავიდეთ, ხარ ნამყოფი?
-აუ არა,მინდა არადა
-მოძლიერდები თუ არა წავიდეთ პატარავ

Never let me go Where stories live. Discover now