იდუმალი იასამნისფერი

842 52 11
                                    

ელენე:
ეს გოგოები ჩემი არც თუ ისე ახლო მეგობრები იყვნენ.
ძალიან ახლოს ვიყავი მათთან,მაგრამ რაც ნიკოლი დამიახლოვდა სამივემ ზურგი მაქცია.
ის სიმართლე ვთქვი, რომ დიდი როლი შეასრულეს ჩემი აქაურობისადმი სიყვარულში რადგან ცდილობდნენ მეგობრულად მომქცეოდნენ და აქაურობა კარგად გაეცნოთ ჩემთვის.
მეც მალევე დავუახლოვდი მათ,არ მინდოდა მარტო ვყოფილიყავი.ეს ამერიკაა და აქ ხშირია ყველანაირი ბულინგი მითუმეტეს მაშინ როცა მარტო ხარ თანაც სულ სხვა ქვეყნიდან. ქვეყნიდან რომელსაც აქ არავინ არ იცნობს და თუ იძახი ,,Georgia"-ს ყველას შტატი ჰგონია.
მოკლედ,რომ მოვყვე თავიდან ამ სამ გოგოს დავუახლოვდი სანამ დანარჩენებს გავიცნობდი.ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე სანამ ნიკოლასი მათგან არ გავიცანი.
ნიკი თურმე სოფიას მოსწონდა(ამ სამიდან ერთ-ერთს)
ვინაიდან ჩემდა დამოუკიდებლად ნიკს გრძნობები გაუჩნდა ჩემდამი, ამ მიზეზის გამო სამივემ ზურგი მაქცია. ესე დაზუსტებით ვერ გეტყვით მე რაში დამადანაშაულეს როცა თვითონ ნიკოლასს არ მოსწონდა სოფია და თანაც მეც არ ვაძლევდი საბაბს ჩემდამი გრძნობების გაჩენის.
ცუდი ურთიერთობა არ მაქვს მათთან,მაგრამ გარკვეული დაძაბულობა მაინც იგრძნობა ჩემსა და მათ შორის.
ბეატრისმა მე და დანი წვეულებაზე დაგვპატიჟა. მინდა წასვლა თანაც ძალიან რადგან ყველა ჩემი ახლო მეგობარი და აქაური კურსელი იქ იქნება.

-აბააა?
-რა აბა დანნ?
-მივდივართ თუ არა?
-ოუ არ ვიცი, მინდა წასვლა,თუმცა იქ ნიკიც იქნება
-ანუ გირჩევნია მე არ წამოგყვე ხომ?-თვალები მოჭუტა
-აი ეგ რა შუაშია დანიელ? ნუ ხარ ასეთი ეჭვიანი!
-ეჭვიანი სულაც არ ვარ ელე! მე უბრალოდ იმ ტიპს ვერ ვენდობი.
-,,იმ ტიპს"სულ არ გავეკარები
-ანუ საბოლოოდ მაინც იქამდე მიგყავს ლაპარაკი,რომ მარტო წახვალ და ,,კარგად მოიქცევი"?
-შენგან ნებართვა მჭირდება სადმე წასასვლელად ან მოსასვლელად?
-აბა შენ ჭკუაზე უნდა იარო? ან ნებართვა რა შუაშია?!
-დამშვიდდი საერთოდ არ წავალ რა!
-წადი არ დაგიშლი.
-მართლააა?
-ხო მართლა,მაგრამ მისამართს დამიტოვებ, იმიტომ, რომ არავინ არ იცის როდის მომინდება მოკითხვა!
-ჰო კარგი,კარგი-ლოყაზე ვაკოცე მადლიერების ნიშნად.

Never let me go Where stories live. Discover now