უცნაური ხმა

741 45 7
                                    

ელენე:

-წასვლის დროა ელე, გვაგვიანდება
-ასე მალე გავიდა დრო-მკერდიდან ვერ ვშორდებოდი, ისე მომწონდა მისი გულის ცემის მოსმენა
-ხოო პატარავ, 3 საათია აქ ვართ
-არ მინდა წასვლა-ტუჩები დავბრუცე
-კიდევ მოგიყვან ელე
-ხო,მაგრამ მეორედ ისეთი ხიბლი აღარ ექნება როგორც ეხლა
-მაშინ დავრჩეთ და დავიკიდოთ მორიგი სირული რესტორნის გახსნა
-ძველი დანიელი ამას არ იტყოდა,ძველ დანიელს მხოლოდ ბიზნესი ადარდებდა
-ჩემი დასავით ლაპარაკობ-სახე დაუსევდიანდა
-შენ დას მე მოვეწონებოდი?
-კი ძალიან, ზუსტად მისნაირად მეამბოხე და ლამაზი ხარ
-არ ვარ მეამბოხე
-ხარ.
-აუუ არ ვარ
-როგორ არა ელენე. შენი ყველფრისადმი განსხვავებული შეხედულება,სიჯიუტე და თავდაჯერებულობა საბოლოო ჯამში ეგეთად გაქცევს
-ოჰ კაი-გავებუტე
-ყველაფერზე ნუ იბუტები
-წავიდეთ დანიელ, სირცხვილია არ მისვლა
-არა დავრჩეთ
-არა წავიდეთ
-მგონი შენ გინდოდა წეღან წასვლა დანი, ეხლა კიდე პირიქით მე მინდა
-მომისმინე, რაღაც სირულ მემილიონე რესტორნის გახსნაზე, Fake ღიმილით დგომას და შამპანიურების ჭიქების ჭახა-ჭუხს აქ ყოფნა მირჩევნია
-გეთანხმები თუმცა რაც უფრო ღამდება აქ ყოფნა უფრო მაშინებს
-აჰ რატომ ვამპირმა, რომ არ მოგიტაცოს თუ რომელიმე სულმა?
-დანიელ, ნუ მაშინებ
-წარმოიდგინე როგორ მოვა ვამპირი და ამოგწოვს არტერიიდან სისხლს
-დეიმონ სალვატორივით სიმპათიური თუ იქნება თანახმა ვარ-არც მე დავაკელი გამწარება
-ეგრე არაა? ხო და ეხლა მე წავალ და აქ მარტო დაგაგდებ- კარებისკენ წავიდა
-კაი ხო მაპატიე
-მაკოცე და გაპატიებ
-მრცხვენია
-რისი? სულების თუ დეიმონ სალვატორის-ბოლოში გველურად გამკბინა
-შენი
-ტიტველი,რომ დაბოდიალობ ხოლმე ჩემს წინ მაგის არ გრცხვენია და ეხლა კოცნაზე მეუბნები უარს?
-იდიოტო,სჯობს წახვიდე და რაიმე სასმელი მოიტანო, აბა მთელი ღამე მუსიკას ხომ არ მოვუსმენთ
-რატომ შეგვიძლია სექს...
-არც იფიქრო-ტუჩებზე თითები ავაფარე. მან კი ნაზად მაკოცა
-მარტო დარჩენის, ხომ არ გეშინია? გამომყევი და ერთად დავბრუნდეთ
-აამ... აარა იყოს, უახლოეს მაღაზიაში მიდი და მალე მოდი. მე შოკოლადი გამომიყოლე
-აჰამ. დამატებითი დარბაზის შუქები იქიდან ინთება თუ შეგეშინდება აანთე-თითით მიმანიშნა
-okei. მალე მოდი

Never let me go Where stories live. Discover now