უცნობი სიბნელიდან

809 47 6
                                    


ელენე:
როდესაც კლუბს მივუახლოვდი შევამჩნიე კაიფში მყოფი ხალხი კლუბის კართან, დავინახე როგორ ექაჩებოდნენ ნახევრად შიშველ ქალებს მთვრალი ბიჭები ,,დასაკერად". ყველაზე მეტად ტანში მაშინ გამცრა როდესაც ზედმეტად ბევრი არაადეკვატური ადამიანი დავინახე რაღაც ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და სწორედ მანდ იჩინა ცუდმა მოგონებებმა თავი.
ბოლოს როცა გართობა დავაპირე და მსგავსს სიტუაციაში მოვხვდი საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ტაქსიდან არც ჩამოვსულვარ ისე ვიცვალე გეზი უახლოესი სასტუმროსკენ.
ტაქსისტში გამიმართლა, ინგლისური იცოდა და ადვილად ვაგებინებდი ,ჩემს სათქმელს'.

-უკაცრავად ამ სასტუმროს როგორ რეკომენდაციას გაუწევთ ბატონო...-უფროსი კაცი იყო სადღაც 55 წლის.
-ალბერტო შვილო. ალბერტო მქვია
-ამმ სასიამოვნოა ბატონო ალბერტო, მე ელენე
-რაც შეეხება სასტუმროს, ჩემი ფენის ხალხს აქაურობის დათვალიერების ფუფუნება არასდროს გვქონია, მაგრამ როგორც ვიცი ძალიან კარგი სასტუმროა,5 ვარსკვლავიანი.
-დიდი მადლობა.
-იცი ელენე, არასდროს დამავიწყდები
-რატომ?-ცოტა დავიძაბე მეგონა მეფლირტავებოდა
-ჩემი შვილიშვილი, მასაც ზღვისფერი თვალები აქვს, თუმცა ჩვეულებრივი ლაღი ცხოვრება ვერასდროს ეღირსება
-ამმ... რატომ?
- დაუნის სინდრომით დაიბადა,მშობლებმა მიატოვეს და მე ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მასზე მზრუნველობა-ფოტოები მანახა პატარა გოგონასი,უსაყვარლესი იყო
-თქვენმა შვილმა თქვენ დაგიტოვათ მოსავლელად?
-არა შვილო, ჩემმა სულელმა ტუტუცმა გოგომ, სამშობიაროში დატოვა, მე კი იძულებული გავხდი გამომეყვანა და მეზრუნა მასზე
-რა სამწუხაროა...
-რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო გვიჭირს მისი მოვლა, მის მშობლებს კი არც ახსოვთ ის.

ამ დროს დანიშნულების ადგილასაც მივედით. მე ალბერტოს დავემშვიდობე:
-ბატონო ალბერტო, ამ ფულით თქვენ შვილიშვილს ჩემს სახელზე შოკოლადები და სათამაშოები უყიდეთ, უთხარით ელენემ გამოგიგზავნა თქო-100€ ვაჩუქე
-შვილო რას ამბობ, ეს ძალიან ბევრია, გთხოვ შეინახე ეგ ფული,შენთვითონ ბავშვი ხარ
-არ იდარდოთ ჩემზე, ბედნიერ საღამოს გისურვებთ,ნახვამდის

Never let me go Where stories live. Discover now