მომავალ შეხვედრამდე

977 61 13
                                    

1 კვირა(ან ცოტა მეტი)დანიელს არ ვეკონტაქტებოდი, გავწყვიტე ყველანაირი გზა მასთან მისაწვდომად, ის ხან მირეკავდა, ხან მწერდა, ხან სახლთან მხვდებოდა და მე არ გავდიოდი,ხან თაიგულებს მიგზავნიდა თუმცა მე მასთან დავასრულე და ჩემს სიტყვას არ გადავალ. დანიელის მთავარი მოთხოვნა/თხოვნა იყო ის,რომ სამსახურში მაინც მივსულიყავი თუმცა ჩემს თავმოყვარეობას არაფრის გამო არ დავთმობ,მას ვუთხარი რომ ჰქონდა პირველი და უკანასკნელი შანსი ხო და ეგ შანსიც დაკარგა აწი ყავდეს მოკლე კაბიანი თამარი რომლის გამოც სახლშიც მიმაგდო და რესტორანშიც ცხვირ წინ დამისვა და მაყურებინა როგორ კოცნიდა.
ის სცენა თვალებიდან არ ამომდიოდა თუ როგორ ეჯდა დანიელს კალთაში.
მე სულელი კიდე ზღაპრულ ფიქრებში წავედი,რომ დანიელი პრინცი იყო მე მზეთუნახავი და ასე ლამაზად აგვეწყობოდა ურთიერთობა.
ჩემ თავს უნდა გამოვუტყდე,რომ დანიელი შემიყვარდა...მის გარეშე გატარებული დრო უაზრო იყო თუმცა უნდა დამევიწყებინა მასთან ურთიერთობას აზრი არ ჰქონდა, რაც უფრო შევიყვარებ მით უფრო მატკენს გულს, რაც უფრო ახლოს მოვუშვებ მით უფრო დამამცირებს. მიყვარს აქამდე არ ვაღიარებდი,მაგრამ მიყვარს,პირველი ადამიანი რომელიც შემიყვარდა ასე მარტივად უნდა გადავიყვარო იმიტომ,რომ ის ჩემდამი დარწმუნებული ვარ სულაც არ გრძნობ იგივეს. ძალიან მატკინა გული, ისე მატკინა როგორც არასდორს არავის არ უტკენია.
მისი ხმაც და მისი იდუმალი თვალებიც მენატრებოდა მაგრამ მოღალატესთან მე ვერ გავჩერდებოდი.
____________________________
დანიელის გარეშე გასული 10 დღე სრულდებოდა, ამ დღეების მანძილზე არაფერს ვაკეთებდი გარდა ჭამისა და ძილისა. დედაც,მამაც,ბებიაც და ბაბუაც მატყობდნენ რომ რაღაც არ იყო ჩემში რიგზე თუმცა მე სამსახურში გადაღლას ვაწერდი,იმასაც ვიტყუებოდი ვითომ შვებულება ავიღე სწორედ ამ გადაღლილობის გამო და მაგიტომ აღარ დავდივარ სამსახურში თქო. ნათია შემიჩნდა ექიმთან წავიდეთო თუმცა ხომ არ ვეტყოდი ჩემი წამალი მხოლოდ დანიელია თქო.

Never let me go Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin