ქარის ქალაქი

830 54 12
                                    

დანიელი:
ელენეს რეაქციაზე მეცინებოდა. ის ჯერ გაყვითლდა მერე გაწითლდა, გამწვანდა და ბოლოოს გაბუტული სახე მიიღო.
რეალურად შეიძლება მისი იგნორი ზედმეტი მომივიდა თუმცა ამერიკაში წასვლა ჩემს მიტოვებად გავაიგივე ამიტომ რაღაც დრო დამჭირდა გადასახარშად.მეგონა ნიკოლასთან მიდიოდა და მე მტოვებდა.
თუმცა ეხლა უკვე მეც აქ ვარ. ელენეს გვერდით თვითმფრინავში.

ეს დღეეები ელენეს გარეშე მიჭირდა. ვიცოდი რომ გულს ვტკენდი ჩემი ,,გაქრობით",ჩემი იგნორით, ჩემი ,,ბუტიაობით". ისიც ვიცოდი რომ ყველგან მეძებდა მე კიდევ ღამ-ღამობით დროს სხვადასხვა ბარში ვატარებდი. სახლშიც არ მივდიოდი. ტელეფონიც გათიშული მქონდა. ეს დღეები ბევრი ქალი მეფლირტავებოდა თუმცა ვერავისში აღმოვაჩინე ჩემი ლამაზ თვალება ელენე. ელენეს დასავიწყებლად ყველაფერი გავაკეთე. ყველანაირ ხერხს მივმართე. ყველანაირად გავერთე თუმცა... საბოლოოდ მის გვერდით აღმოვჩნდი. ეჭვიანობაამ არ მომასვენა და ბილეთები ავიღე.

ელენე:
-აქ რა გინდა დანიელ? მელანდები?
-არა, უბრალოდ არ მინდოდა მარტო გამეშვი და გამოგყევი
-სერიოზულად მიპასუხე აქ რას აკეთებ?
-ამერიკის დათვალიერებას ვაპირებ-სერიოზული სახით შემომხედა
-ჩამოყალიბდი! მე გამომყევი თუ ამერიკაში გინდა?
-ჰო კაი შენ გამოგყევი
-სად იყავი ამდენი დღე? ამდენი დღე გეძებე შენ კიდე მაიგნორებდი. ეხლა მოულოდნელად გვერძე მიჯდები თანაც თვითმფრინავში და ისე იქცევი ვითომც არაფერი!
-მაპატიე უბრალოდ რაღაც დრო მჭირდებოდა დასამშვიდებლად
-ზედმეტად უაზროდ ხომ არ გაბრაზდი? ის ხო არ დაგავიწყდა რომ იქ მაქვს ბიზნესის დიდი ნაწილი? ამერიკა მხოლოდ ნიკოლასთან არ უნდა დაგეკავშირებინა! უაზროდ მოიქეცი. თავიდან ვფიქრობდი რომ რამდენიმე საათში გადაუვლის და დამელაპარაკება თქო თუმცა შენ ღამეეებიც არ შედიოდი სახლში. მგონი მიზეზსს ეძებდი ჩემს მოსაშორებლად,რომ თავისუფლად გევლო სხვადასხვა კლუბში,ბარში ან რავიცი კიდევ სად!
-ელენე ნუ ყვირიხარ, ხალხია გარშემო და ყველა ჩვენ გვიყურებს
-მიპასუხე დანიელ, მიპასუხე სად იყავი ეს დღეეები? მესმის თავიდან გაბრაზდი მაგრამ ლაპარაკს წინ რა ედგა! ასე როგორ მექცეოდი? ჩემი ნერვებით თამაშობდი არააა? და ეხლა უცბად გეგონა ძააან გავგიჟდებოდი შენი დანახვით ხომ?
-არ მოგენატრე? არ გინდოდა ჩემთან ყოფნა? რატომ ატრაგიკულებ? რატომ გინდა ისევ ჩხუბი? უბრალოდ დავივიწყოთ გთხოვ
-მითხარი რას აკეთებდი ეს დღეები!
-არაფერს უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვსვამდი სხვადასხვა ბარში.
-მეგობრებთან ერთად რომელიც მე არც კი გამაცანი ამდენი ხანია და ალბათ ყველა ძუკნა კისერზე გყავდა  ჩამოკიდებული ხომ?
-ჰო მეკიდებოდნენ თუმცა მე ვიშორებდი.
-აფერისტო. დავიჯერე.
-დაუჯერებელი რა არის?
-არც არაფერი. მეც კარგად გავერთე ეს დღეები-ვიცრუე დანიელმა კი შეიცხადა
-ბატონო?
-კარგად გავერთე თქო!
-სად და ვისთან ერთად
-ჩემი აქაური კურსელის დაბადების დღე იყო და იქ ვიყავი
-რატომ არ მითხარი რომ მიდიოდი?-სახეზე ბრაზი დაეტყო
-სად უნდა მეთქვა? ტელეფონზე რომელიც გათიშული გქონდა თუ სახლში რომელშიც სულ არ მისულხარ თითქმის და როცა მიხვედი არც დამელაპარაკე!
-დააა... იქ ბიჭები იყვნენ?-ჰაჰ აი ეგრე, ვაეჭვიანოთ ცოტა ბიჭი
-რათქმაუნდა აბა მხოლოდ გოგოები ხო არ იქნებოდნენ?! 
-და მერე...?-თვალები მოჭუტა ინტერესისგან
-და მერე...?-გავუმეორე კითხვა
-ძააან კარგად იცი რასაც ვგულისხმობ ელეონორა!-აუწია ტონს
-ჰაჰაჰ,თუ გაინტერესებს მეფლირტავებოდა თუ არა რომელიმე პასუხი არის ,,დიახ"
-ვიიიინ?
-ერთი ქერა ბიჭი რომელსაც ვეცეკვე.-ეს ბოლო წვეთი იყო და მანაც აღარ დამაკლო!
-გასაგებია ანუ როცა მე ერთ შავგვრემანთან ერთად სასტუმროში ვიყავი შენ თურმე ცეკვავდი. რა სამწუხაროა მე უარესი გამიკეთებია.-და აქ თითქოს ყველაფერი წაიშალა. დამავიწყდა სად ვიყავი. რას ვაკეთებდი. დამავიწყდა,რომ გვერძე დანიელი მეჯდა.დამავიწყდა საერთოდ არსებობა. მან მე მიღალატა.  ეჭვიანობის მცდელობა ჩემივე გულის გატეხვით დასრულდა.

Never let me go Where stories live. Discover now