გამოღვიძება

806 53 13
                                    

დანიელი:
ამ სახლში ნამდვილად არ ვიცი მარტომ  რა უნდა ვაკეთო. ელენეს წასვლიდან ნახევარი საათი იყო გასულიი, მისვლისას შეტყობინება გამომიგზავნა რომ ,,მივიდა''. მაგის მერე არც შემიწუხებია,მინდა მეტი თავისუფალი სივრცე ჰქონდეს და პათოლოგ ეჭვიანად არ ჩამთვალოს. ნიკოლასზეც ვცდილობ არ ვიეჭვიანო,ბოლო-ბოლო ის ჩემთან შედარებით არავინაა.
სახლის საბოლოოდ დათვალიერების შემდეგ მოწყენილობისგან ძილი გადავწყვიტე.
ელენეს ლოგინში მოვთავსდი  და კიდევ ერთხელ მოვავლე ულამაზესს ინტერიერს თვალი. ჭერზე ვარსკვლავები ეხატა,შპალერი კრემისფერი იყო,ფარდები ღია ცისფერი. ერთ მხარეს სათამაშოეები ეწყო, პინგვინები,დათვები,პანდები და რაღაც დებილობები.
-ვერ გაიზარდა ეს გოგო რა,ნეტა რათ უნდა ამდენი სათამაშო-ელენეს დაცინვა სათამაშოების გამო შევწყვიტე როცა ჩემი ნაჩუქარი დათვი დავინახე. ეს ის დათვია პირველად,რომ გამებუტა (სახლში ღამე მარტო დატოვებისთვის)შესარიგებლად, რომ მივუტანე. მესიამოვნა,რომ მივხვდი  პირველად როცა აქ ჩამოვიდა ჩემი ნაჩუქარი ნივთიც გამოუყოლებია და მთელი ეს დრო ოთახში დებია. ანუ ვახსოვდი ეს 2 წელი.

ვცადე დაძინება. 20 წუთი ჩამეძინა კიდეც თუმცაა ძალიან უსიამოვნო შეგრძნებამ გამომაღვიძა. ვერაფერს მივაწერე ეს ცუდი წინათგრძნობა თუმცა ელენეს მოკითხვის დიდი სურვილი გამიჩნდა. ვეწინააღმდეგებოდი ჩემ თავს,მინდოდა უფრო მეტი თავისუფალი დრო მიმეცა,მაგრამ მაინც დავურეკე.

1 ზარი...2 ზარი...3 ზარი...4 ზარი... 5 ზარი...

-ჯანდაბა ელენე სადა ხაარ?! სააად?!
ვერ ვიჯერებ ესე უბრალოდ ,,მიკიდებს" და არ მპასუხობს.
არ მპასუხობდა მე კიდე სიმშვიდის შესანარჩუნებლად ელენეს ნივთებს ვათვალიერებდი. გარდერობში შემხვდა ბევრი მოკლე კაბა რომელიც საქართველოში არ სცმია თუმცა როგორც ჩანს აქ იცმევდა, რაც არ მესიამოვნა,ასეთი კაბებით ყველა კაცი/ბიჭი უკანალზე დაუწყებს ყურებას.
მერე გაისმა ტელეფონის ხმა. ეკრანზე ,,Chemi  Elene" დაეწერა.
თითქოს შვებისგან ამოვისუნთქე სანამ:
-კიდევ კარგი პატარავ არადა ვნერვ...-ჩემი ხმა ნაცნობმა ხმამ გამაწყვეტინა,ნაცნობი ხმა ნიკოლასს ეკუთვნოდა.
-დანიელ...ელენე...-ყვიროდა ტელეფონში,მაგრამ სათქმელს ვერ აბოლოვებდა
-ამოღერღე სიროო-ყვირილი რომელიც ნერვიულობისგან უფრო ბღავილს გავდა არც მე დავაკელი
-მას დიდი დოზით ნარკოტიკი გაუკეთეს, ის კვდება დანიელ!
-მისამართი მითხარი სასწრაფოოოოდ
-საავადმყოფოში მიყავს სასწრაფოს,ეხლავე ჩაგიგდებ ლოკაციას

Never let me go Where stories live. Discover now