მცდარი არჩევანი

1K 66 16
                                    

-გისმენ დანიელ რაზე გინდა ლაპარაკი
-პირველ რიგში ლაშაზე და მერე სხვა დანარჩენზე, მინდა რომ სიმართლე გაიგო
-კარგი გისმენ
-ლაშას ვერ ვიტან ეს უკვე იცი, ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ ხდება ლაშა არააა ის ადამიანი ვინც შენ გგონია
-ეგ უკვე ნათქვამი გაქვს დანიელ გაააგრძელე
-ეს თემა ჩემთვის მძიმეა,ნაწილობრივ ჩემ თავსაც ვადანაშაულებდი ამ ამბავში თუმცა ყველაფერი ეს ლაშას გამო მოხდა. ყველაფერი 2 წლის წინ იყო:მყავდა და 17წლის, ლაშა იმ დროისთვის 18 წლის იყო, ჩემი და ჩვენთან არ ურთიერთობდა, მე და მამაჩემს გაგვიბრაზდა და სახლიდან წავიდა, ჩვენ ბევრი ვეცადეთ დაგვებრუნებინა, ერთხელ დაცვის ძალითაც დავაბრუნეთ უკან თუმცა იმდენად არ მოსწონდა ჩვენი ,,თავში ავარდნილი" ოჯახი არ უნდოდა მისი ნაწილი ყოფილიყო, მე და მამასაც ორივეს ფულის ხამებს გვეძადა და ამბობდა ფულის მეტი არაფერი გინდათო, ჩვენ ჩარიცხულ ფულს არ იღებდა და თავისი რჩენა თვითონვე უნდოდა, როგორც შემდეგ გავიგე სამსახურის ძებნისას ლაშას რესტორნის ვაკანსიას გადაააწყდა და იქ გაიცნო სწორედ ლაშა, თავიდან შენსავით მიმტანი იყო შემდეგ ლაშამ დააწინაურა და მენეჯერი გახადა, ამასობაში ჩემს დას ნინის ეს ლაშა შეჰყვარებია, ლაშაც უმტკიცებდა თურმე რომ უყვარდა არადა ატყუებდა მის მიმართ გრძნობები არ ჰქონდა, ბოლოს შეცდომა დაუშვა და ლაშასგან დაორსულდა. ეს ამბავი ლაშას რომ უთხრა მან უპასუხა ზუსტად ეს სიტყვები: ,,არასდროს მყვარებიხარ,ყოველთვის ლოგინისთვის მინდოდა და არც შენ ნაბიჭვარს მივიღებ შვილად", ამის მერე ჩემი და სრულებით მარტო დარჩა, ჩვენ არ ვიცოდით ნინის ორსულობის შესახებ,ნახვის უფლებასაც არ გვაძლევდა იმდენად არ ვუნდოდით, სულ რაღაც 17 წლის იყო და ამ ნერვიულობის, სტრესის,უფულობის და შეურაწყოფის ფონზე დენა დაეწყო ძილში, ექიმება ვერ მიუსწრეს, ნაყოფიც დაიღუპა და მკვდარმა ნაყოფმა დედაც გაიყოლა. ამის შემდეგ ლაშას მკვლელს ვეძახდით, ყველანაირი გზით ვებრძოდით, ბიზნესი ჩავუძირეთ თუმცა მერე მაგან და მამამისმა ახალი რესტორანი გახსნეს ის სადაც ეხლა მუშაობ, ლაშა აქეთ გვადანაშაულებდა რა ჩემი ბრალია თუ თქვენ ვერ უპატრონეთ და მარტო გყავდათ მიგდებულიოო. ჩემი დის სიკვდილში ვიცი ჩემი ოჯახიც დამნაშავეა, ვიცი მეტად უნდა გვეცადა მისი მობრუნება თუმცა იმ მომენტში გვეგონა ყველაფერი ვცადეთ და ბოლოს უბრალოდ აღარ ვაძალებდით ჩვენთან კონტაქს, თავისებური გოგო იყო არ უყვარდა ვინმეზე დამოკიდებულება ამიტომ თავისუფლება არჩია და ზუსტად ამ თავისუფლებას შეეწირა მისი სიცოცხლე, ჩემი და ლაშას სიტყვებმა გაანადგურა და მაგაზე ნერვიულობას გადაყვა, ლაშამ ნაბიჭვარივით ჯერ დააორსულა და შემდეგ მიაგდო როგორც ნივთი, ზუსტად ამას გაფრთხილებდი რომ შენც გატკენს გულს თქო, შეიძლება შენთვის კარგი მეგობარია, შეიძლება გგონია დაგასაქმა და მასთან ვალში ხარ თუმცა ზუსტად ეგრე დაასაქმა ჩემი დაც და როგორც დამთავრდა უკვე იცი...- დანიელს თვალები სულ ცრემლიალი ჰქონდა, ვერ ვიჯერებდი ლაშას ასეთ არაკაცულ საქციელს,ეხლა გასაგებია რატომც არ უნდოდა მოეყოლა სიმართლე და რატომ უნდოდა დანიელს ჩამოვშორებოდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ამ მომენტში უზომოდ მეცოდებოდა დანიელიც და მისი საცოდავი დაც
-დანიელ სიტყვები არ მყოფნის,გაოგნებული ვარ, ყველაფერს მოველოდი ამის გარდა, ლაშა არადა სულ სხვანაირი ჩანდა, ძალიან ვწუხვარ ასეთი წარსულისთვის-ცრემლები მომდიოდა თვალებიდან
-ზუსტად მაგიტომ მეტკინა გული მაშინ როცა ლაშა აირჩიე
-გთხოვ მაპატიე, მცდარი არჩევანი გამიკეთებია, ლაშას სამსახურიდან ხვალვე წამოვალ, მისგან აღარაფერი მინდა
-მართლა ელენე?-სევდიანი თვალები გაუბრწყინდა
-კიიი დანიელ
-სამსახურზე არ ინერვიულო მე დაგასაქმემ უკეთეს ადგილას
-არააა საჭირო მეთვითონ ვიპოვი რამეს, დიდი მადლობა❤️
-აზრს არ გეკითხები ელეონორა, უკვე გადავწყვიტე, ჯერ იქ დაწერე განცხადება და მერე ჩემთან დაიწყე მუშაობა
-იცი მე არ ვთვლი რომ შენი ოჯახია დამნაშავე ნინის სიკვდილში, მან საკუთარი არჩევანი გააკეთა და მარტო ცხოვრება არჩია, მეც მარტო ვირჩენ თავს ჩემს მშობლებთან უთანხმოების გამო... თავისუფლებას ვერ შეუზღუდავდით თან თქვენ ცადეთ უკან მობრუნება თუმცა ისევ გაიქცა, დაჭერილი ჩიტივით დიდხანს ვერ გეყოლებოდათ გალიაში, აი ლაშამ რაც გაააკეთა პირდაპირ კავშირშია ნინის სიკვდილში
-მართლა ეგრე თვლი ელენე რომ მე დამნაშავე არ ვარ?
-რათქმაუნდა დანიელ-თბილად გავუღიმე და ჩავეხუტე

-ძალიან მამშვიდებს ელენე შენი ჩახუტება, დღევანდელისთვის ბოდიში არ უნდა მომეყვანა ის ქალი იქ სადაც შენ იყავი, უბრალოდ შენი გაბრაზება მინდოდა იმდღევანდელის გამო-დანიელის და იმ ქალის გახსენებაზე გული მეტკინა
-ვინაა დანიელ ეგ ქალი?
-ოუ ეჭვიანობ?
-არა უბრალოდ მაინტერესებს
-ხომ ხვდები მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, არავინ სერიოზული
-აჰამ კარგი
-დღეს დარჩები ჩემთან?
-ამმ სახლში არაფერი დამიბარებია ისე გამოვედი
-გააკეთე რაღაც სიგიჟე და უბრალოდ წამომყევი, გპირდები ხელს არ გახლებ, დილას კი ოჯახს უთხარი რომ რომელიმე შენი მეგობარი ცუდად გახდა და იქ წახვედი სასწრაფოდ
-ამმმ...-მომწონდა ეს იდეა თუმცა არ ვიცოდი რამდენად სწორი იქნებოდა მასთან სახლში გაყოლა
-გთხოვ ელეონორა, მე დღეს ჩემი ოჯახის ყველაზე დიდი ტრაგედია გაგანდე, ყველაზე მეტად გენდე ეს სულ რამოდენიმე კაცმა იცის და აქედან ერთ-ერთი ხარ, წამომყევი სახლში გპირდები არაფერი ზედმეტი არ მოხდება
-კარგი ჯანდაბას წავიდეთ- დანიელს უზომოდ გაუხარდა ჩემი პასუხი და მთელი გზა დებილივით მეკრიჭებოდა😂

მოგწონთ ეს წყვილი?

Never let me go Where stories live. Discover now