იმედგაცრუება

1K 63 11
                                    

თბილისში დაბრუნების შემდეგ ვერ წარმოიდგენთ რა მოულოდნელი ,,სიურპრიზი" დამხვდა სახლში, ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ.მოგატყუებთ რომ გითხრათ ძალიან გამიხარდა თქო თუმცაა მაინც მესიამოვნა მათი დანახვა ამდენი წლის შემდეგ:

-ელენე დედიკო როგოორ მომენატრე
-მეც ნათია-ნაძალადევად გავუღიმე -იმდენი რაღაცეეები ჩამოგიტანეთ
-მადლობა დედა-,,დედას" დაძახება მეუხერხულებოდა იმდენად ვიყავი გადაჩვეული
-მამა რა ხდება თბილისში მომიყევი-ეხლა რეზოც აჰყვა(ანუ მამაჩემი)
-არაფერი საინტერესო ყველაფერი ძველებურად
-შენ მუშაობ ისევ?
-კი ეხლა უკვე მენეჯერი ვარ-ვიცრუე,არ მინდოდა მილიონი კითხვა დაეყარათ თავზე, თანაც სულ მალე დანიელი დამაწყებინებდა მუშაობას და აღარც ტყუილი გამომივიდოდა
-ძალიან გთხოვ შვილო,თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ ჩვენი ფული აიღე და ეგეც დაიხმარე შენს ცხოვრებაში, საიმისო არაფერი გჭირს რომ წელებზე ფეხს იდგამდე და უნივერსიტეტს უკანა ფლანგზე აყენებდე-საცოდავი თვალებით შემომხედა დედაჩემმა რამაც გული მომილბო
-რამდენი ხნით ჩამოხვედით?
-საკმაოდ დიდი ხნით, ალბათ 1 თვე მაინც დავრჩებით თუ საქმეები არ გამოგვიჩნდა-ამ ფაქტმა გამახარა

ჩვეულებრივი ოჯახური სიტუაცია იყო რომელიც მე პატარაობიდან მაკლდა, არ ვიყავი მიჩვეული:დედას,მამას,ბებიას, ბაბუას ასე ერთად მყოფს, ყოველთვის მშობლების გარეშე ვხვდებოდი ყველა დღესასწაულს და მნიშვნელოვან დღეს.
ვერ ვიტყვი რომ რაიმე მაკლდა, სანამ თავის რჩენას მარტო გადავწყვიტავდი მანამდე ყველაფერი მქონდა, თუმცა დამოუკიდებელმა ფულის გამომუშავებამ ბევრი რამ მასწავლა რაც ცხოვრებას გამიადვილებს;
თუნდაც ფულის სწორად და ეკონომიურად განაწილება, აქამდე თუ ჩასაცმელში ვფლანგავდი მთელ ჩემს ფულს ეხლა ყველაფრისთვის ვიზოგავ.
ფსიქოლოგიის ფაკულტეტმაც ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც ადამიანების შესწავლა და მათი პროტოტიპების შექმნა, მაგალითად დანიელზე დავასკვენი რომ ისაა განებივრებული ბიჭი,ოჯახის მთავარი ,,საგანძური" და გვარის გამგრძელებელი, მას პატარაობიდან უნერგავდნენ, რომ ის საუკეთესოააა და კიდევ უფრო საუკეთესო უნდა გახდეს, ცოტა ნარცისია ამაზე ის ტატუც მიუთითებს რომელიც ნეკნებთან აქვს(,,you are stronger than you know")
სწორედ რომ ოჯახის მთავარი ,,საგანძური" დანიელი იყო ჩემი აზრით ამის გამო ნინი იჩაგრებოდა და მას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, ნინის (ანუ დანიელის დას) სწორედ ამიტომ ჰქონდა ოჯახის მიმართ აგრესია და მაგიტომ წავიდა სახლიდან, მას დამტკიცება უნდოდა,რომ ისიც რაღაცას წარმოადგენდა, ისიც კარგი იყო დანიელივით... მე მისი მესმის და ძალიან მეცოდება, ნეტა მცოდნოდა რამით დავეხმარებოდი,მაგრამ ეხლა უკვე გვიანია.
_____________________________________

Never let me go Where stories live. Discover now