ნაადრევად

801 50 24
                                    

ელენე:
დღიურო ტკივილები მატულობს. ხშირად მტკივა წელი და ტოქსიკოზიც არსად ქრება.
7 თვის ახალი გამხდარი ვარ ბავშვის გაჩენა ჯერ ძალიან ადრეა,არადა აღარ შემიძლია.
ასე მგონია მალე წელში გადავტყდები ან გული ჩამომვარდება ზოგჯერ ისე მიცემს. ექიმი როგორც ყველა კონსულტაციაზე იგივეს ამბობს: ,,ნარკოტიკმა ორგანიზმში ბევრი დარღვევა გამოიწვია, ჯობდა 1 წელი მოგეცადათ და ბავშვზე მერე გეფიქრათო" არადა მე ხო გამიზნულად არ დავვორსულებულვარ.
დანიელი ყველაფერს მიკეთებს. თითქმის ყოველდღე გადასხმებზე დავყავარ და თავიდან არ მშორდება. არ არსებობს ჩემი არცერთი პრეტენზია ან თხოვნა რასაც ვერ ან არ ასრულებს. უცხოეთიდან საუკეთესო ვიტამინების კომპლექტი გამომიწერა რაც ოდნავ  უფრო შეამსუბუქებდა ჩემს მძიმე ორსულობას. სხვათაშორის ცოტა მშველის.

დღიურის წერას მოვრჩი და ბაჯბაჯა ჩუსტებით ქვემოთ ჩავტყლაშუნდი. რაც კი მაცივარში იდო ყველაფერი სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყვე და ჭამას შევუდექი.
დანი სახლში არ იყო. როგორც მითხრა რაღაც ბიზნესს შეხვედრა მაქვსოო.
ჭამის შემდეეგ ტელევიზორის ყურება გადავწყვიტე. სხვადასხვა არხებზე უაზროდ ვრთავდი რაიმე საინტერესო ფილმის მოძებნის იმედით.  მოულოდნელად ტელევიზორის პულტი ხელიდან გამივარდა, ტელევიზორს მივაშტერდი და ვგრძნობდი რომ სუნთქვა მეხუთებოდა:

-დანიელ ეს რა გამიკეთე-ხმამაღლა დავიკივლე

,,ცნობილი ახალგაზრდა ბიზნესმენი, დანიელ გიორგაძე რომელიც დღეს ლისის ტბაზე არსებული ბიზნეს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ქერა მანდილოსანთან ერთად დააფიქსირეს. როგორც მოგეხსენებათ ბატონ დანიელს ყავს ფეხმძიმე მეუღლე, დაშორდა თუ არა მას? და ვინაა ახალი ქერა მეგობარი?"- ლაპარაკობდაა გამაღიზიანებელი ჟურნალისტი

-ელენე შვილო მოვედი გაიღვიძე-დედაჩემი მანჯღრევდა

მე შიშისგან წამოვხტი
-ხო მშვიდობაა ელენე?
-ღმერთო ჩემო კიდევ კარგი
-რაიყო დედა?
-რაღაც  კოშმარი ვნახე, საბედნიეროდ კოშმარი იყო და მეტი არაფერი
ტელევიზორის ყურებისას  დივანზე ჩამძინებია.

Never let me go Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang