ყველაფერი მეორდება

1.5K 67 60
                                    

ავტორის პოზიცია:
ელენე, გოგო რომელმაც 19 წლიდან მოყოლებული ბევრი რამ გამოიარა.
რამდენს წვალობდა ფულის შოვნის გამო. როგორი მეამბოხე იყო და თავის პრინციპებს არასდროს თმობდა. ლამაზი,მაგრამ ჯიუტი.
ზღვის ფერ თვალება ელეონორა ჩადუნელი რომელიც ნაწილობრივ სიყვარულმა გაანადგურა. დანიელის გამო ბევრჯერ განიცადა ტკივილი და იმედგაცრუება თუმცა ამავდროულად დანის გამო გახდა წარმატებული ბიზნესმენი ქალი პატარა მიმტანი გოგოდან.  მან ბევრჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში და ბევრჯერ იბრძოლა გადარჩენისთვის. გოგო რომელიც ვერც შიშმა ვერც სიკვდილმა ვერც სიყვარულმა ვერც იმედგაცრუებამ ვერც ღალატმა ვერაფერმა ვერ გააანადგურა.
ბევრ სიტუაციაში ფერფლად იქცა, მაგრამ თავიდან აღიდგინა თავი და ისევ ცეცხლივით აენთო.
დანიელის და მისი ტოქსიური ურთიერთობა, ურთიერთობა რომელიც სტაბილური,მყარი ან მშვიდი არასდროს ყოფილა, ურთიერთობა რომელმაც ბევრი ასწავლა და ბევრად ძლიერი გახადა.
წყვილი რომელმაც ბევრი გამოიარა, მაგრამ მაინც არ და ვერ დაშორდა.
და თვითონ იდუმალ თვალება ბიჭი, იდუმალი D, რომელმაც ასევე ბევრი ნახა და გამოიარა ცხოვრებაში.
ორი ერთნაირად ხიფათიანი ადამიანი რომელთა სიყვარულიც ბევრჯერ სიკვდილმაც ვერ დააჩოქა.
რა ბედი ეწიათ: დანიელს, თორნიკეს და ელეონორას?
________________________________

ლამაზი სახლის ლამაზ ეზოში გაზაფხულის სუნი იდგა.
მაისის შუა რიცხვები იყო, იასამნების დრო იწურებოდა თუმცა ამ  ეზოში ჯიუტად ხარობდა ხეზე და ყველაფერს ალამაზებდა. მისი სუნი ყველგან იდგა მათ შორის სახლშიც.
სახლი ორ სართულიანი იყო. მშვიდი ფერებით შეხამებული. შემოხვიდოდი და მხოლოდ ,,სიმშვიდე" სუფევდა.

მეორე სართულის საძინებელში სადაც დიდი საწოლი და პატარა წიგნების კარადა იდგა ძალიან სიმპათიური ღია ყავისფერთმიანი ცისფერთვალება ბიჭი იჯდა, დაახლოებით 19 წლის და რაღაცას გულმოდგინედ კითხულობდა.
ფურცლავდა და ფურცლავდა, ხან იცინოდა ხანაც თვალები ცრემლით ევსებოდა.  მაგ ,,წიგნაკის" გარდა თითქოს ვერაფერს ხედავდა, თავით იყო იმ ფურცლებზე არსებულ ისტორიაში გადაშვებული.

Never let me go Where stories live. Discover now