კვლავ არჩევანი

1K 63 18
                                    

ელენე:
თბილისში ყოფნა ბოლოს ძალიან მოსაბეზრებელი გახდა,აღარ მსიამოვნებდა არავის დანახვა ამიტომ მანგლისში პატარა აგარაკი ვიქირავე და ცოტახნით იქ დარჩენა გადავწყვიტე.
დედაჩემი და მამაჩემი თბილისში სასტუმროს საქმეებს აგვარებდნენ და აქტიურ კონტაქტში იყვნენ დანიელთან და მის ოჯახთან. მე და დანიელი არ ვკონტაქტობდით,აღარ მინდოდა მასთან საქმის დაჭერა(ყოველი შემთხვევისთვის თავს ეგრე ვაჯერებდი)

4 დღეა რაც მანგლისში ვარ,დრო ხან კითხვით გამყავს,ხან სოციალური ქსელების სქროლვით ხანაც ცხენზე ჯირითიდ, ეს უკანასკნელი ჩემი ფავორიტია,ვგიჟდები ცხენებზე,მასზე ჯდომა სოფელში ვისწალე 6 წლის ასაკში. აქ კარგი ჰაერია და მარტო ყოფნაც მსიამოვნებს,ზოგჯერ ნიკთან ლაპარაკით გამყავს ღამეეები,ეს ადამიანი როგორც პიროვნება მართლა ძალიან მიყვარდა.

ვალენტინობის წინა საღამო იყო მე კიდევ გათიშულს მეძინა მისაღები ოთახის დივანზე.
რაღაც ხმამ გამომაფხიზლა თითქოს სახლში ვიღაც იყო და მითვალთვალებდა,შეშინებულმა წამოვყავი თავი და იმ ხმას გავყევი საიდანაც ხმაური ისმოდა,სამზარეულოს კარი ნელა შევაღე და ქურდის ან სერიული მკვლელის მაგივრად დანიელი დავინახე,მისი სექსუალური ტუჩებით გემრიელად სვამდა წვენს.
-დანიელ აქ რა გინდა-ვიკითხე გაოგნებულმა
-მოგაკითხე ელეონორა!
-კი,მაგრამ რატომ?
-საბოლოოდ მინდოდა შენთან გამომშვიდობება
-რაა? რატოომ? სად მიდიხარ?-ვხვდებოდი,რომ მთელი სახე ოფლით დამეცვარა,მისი უცნაური ქცევები ძალიან მაფორიაქებდა
-ცოლი მომყავს ელეონორა

მერე ნაზად მაკოცა და გაქრა. მე კიდევ ღამის 4 საათზე სულ ოფლიანს გამეღვიძა და ცივი წყლით ძლივს მოვისულიერე თავი,მივხვდი რომ ყველაფერი იდიოტური სიზმარი იყო,როგორც ჩანს ჩემს ქვეცნობიერს ისევ აქვს დანიელის მიმართ ეგოისტური გრძნობები.
1 საათი რაღაც დებილურ ფილმებს ვუყურებდი იქნებ ჩამეძინოს თქო.უკვე 14 თებერვალი იყო წყვილების დღე თუმცა მე სრულებით მარტო ,,ვეგდე" მანგლისში და ვუყურებდი იდიოტურ ფილმს დინოზავრებზე,ხო მაგარია არაა? ამაზე მეტი რომანტიკა რა გინდა ადამიანს?
გამთენიის 6 ძლივს მოიზლაზნა და მეც უკვე მოთენთილი ვიყავი და დაძინება გადავწყვიტე თუმცა ამჯერად ცხადში გაისმა კარებზე დაკაკუნების ხმა. გიჟივით წამოვხტი და კარებს მივვარდი.
არც მეტი არც ნაკლები კარების მიღმა ნიკოლასი იდგა,დიდი წითელი ვარდებით ხელში,მე კიდე რამოდენიმე წუთი დებილივით მივჩერებოდი,არ ვიცოდი ესეც სიზმარი იყო თუ ცხადში მედგა წინ ნიკი
-ჰეიი არ ჩამეხუტები,არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?-ჩემი დაბნეულობა უხეშობასავით გამომივიდა ამიტომ მალევე მოვეხვიეე და მის სიცხადეში დავრწმუნდი
-ნიკკ ვერ ვიჯერებ აქ როგორ აღმოჩნდი?რატომ არ მითხარი თუ ჩამოდიოდი?
-როგორ და რამოდენიმე დღის წინ დედაშენს შევუთანხმდი და შენი ადგილსამყოფელი გავიგე,მერე ბილეთები ავიღე და ვალენტინობას სიურპრიზი გაგიკეთე
-ძალიან გამახარე ნიკოლასს,წამოდი რამეს გაჭმევ დაღლილი იქნები-გამოვართვი უზარმაზარი თაიგული და მისაღებში შევიპატიჟე
-ლამაზი სახლია ელლ, მარტო ცხოვრება არ გიჭირს?
-სულ 4 დღეა რაც აქ ვარ და პირიქით ვისვენებ ყველასგან,თუმცა დღეიდან მარტო აღარ ვიქნები,ხომ აქ დარჩები ნიკ?
-რათქმაუნდა პატარავ,აბა ამხელა გზა იმისთვის კი არ გამოვიარე,რომ სადღაც ჩემთვის უცნობი ქვეყნის უცნობ სასტუმროში ვეგდო-საყვარლად გამეღრიჭა
-რას შეჭამ ნიკ?
-რას მაჭმევ ჯერ ეგ მითხარი
-მაქვს ცეზარი,მოლუსკები,კრაბები,კრევეტები,შოკოლადის ნამცხვარი,სტეიკი და შავი ღვინო
-ისე მშია ყველაფერს შევჭამ,თვითფრინავში არაფერი ვჭამე ხომ იცი ვერ ვიტან იქაურ საჭმელს

Never let me go Where stories live. Discover now