✨მარიტას გაცნობა...✨

3.9K 117 11
                                    



არც კი მჯერა რომ ეს დღე გამითენდა...... ოჰ გამარჯობა მე მარიტა ვარ ^^ ბათუმიდან, 18 წლის..

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



დღეს ველოდები პასუხს  უნივერსიტეტიდან და ისეთი აღელვებული ვარ როგორც არასდროს.

ჩემი ოცნებაა იქ სწავლა, ამისათვის ბევრიც ვიშრომე და იმედია ყველაფერი დამიფასდება. სადღაც მე-9კლასიდან დავიწყე ჩემს პროფესიაზე ფიქრი და დაინტერესება რამაც ფსიქოლოგობამდე მიმიყვანა.. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა , მათი მოსმენა და რაღა თქმა უნდა დახმარება..

დილა ჩვეულად დაიწყო..

-მარიტა ადექი დე, არ შეიძლება ამდენი ძილი. უნდა შეგიცვალო ეს ფარდები სულ ჩაბნელებული რომ გაქვს ეს ოთახი.

- რომელი საათია დედა კარგი რაა?!

-12 დაიწყო მარიტა....

-ამ სახლში ხო ძილს არ დაგაცდის არავინ რაა...- ვთქვი ჩემთვის

- ვერ გავიგე? - მკითხა დედამ

-არაფერი - არ დავაყოვნე პასუხი მეც

ყველაზე მეტად ვღიზიანდები როცა მაღვიძებენ... ავდექი და ეგრევე იმეილი შევამოწმე პასუხის შესამოწმებლად უნივერსიტეტიდან მაგრამ არაფერი..შემდეგ კი სადილს შევუდექი.

- დილამშვიდობის..როგორ გეძინა? - მკითხა ზაზამ

ზაზა ჩემი 2 წლით უმცროსი ძმაა.

- დედას უეცარ გაღვიძებას თუ არ ჩავთვლით კარგად..

- ჰაჰ არც გამკვირვებია. ხომ არ ნერვიულობ?

- არა მჯერა რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მინდა.

- მომწონს ასეთი მარიტა..

- მხოლოდ ასეთი?- წარბი ავუწიე

- არა რა თქმა უნდა მაგრამ ასეთი განსაკუთრებულად.

-ოჰ ზაზაა მიყვარხარ

- მეც , რიტა - ჩაიცინა ეშმაკურად

-გესვრი ახლა ამ თეფშს რატო აფუჭებ ყოველთვის ასეთ მომენტებს?- არ მომწონს როდესაც ჩემს სახელს ამოკლებენ..

- ბავშვებო გეყოთ - გვისაყვედურა დედამ..

ვისადილე, ავალაგე მაგიდა და ჩემს ოთახში შევედი.. ჩავრთე სიმღერები და ჩემთვის ვღიღინებდი პარალელურად პასუხს ველოდებოდი და გავიდა ასე ცეკვა ლოდინში ერთი საათიც.

ტელეფონს დავხედე და სოფის 2 გამოტოვებული ზარი დამხვდა...სოფი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ბაღიდან მოყოლებული ვმეგობრობთ..გადავურეკე

-ქალბატონო სოფიო რაზე მირეკავდით?

-ოჰ გამოჩნდა დედოფალი,რატომ არ იღებდი ყურმილს?

-სიმღერებს ვუსმენდი და ტელეფონი მიგდებული მქონდა თანაც მთელი ყურადღება იმეილისკენ მაქვს...

- ოხხ როგორ გინდა ბათუმიდან გადასვლა რაა..

-არა სოფი სწავლა მინდა შენც ხომ კარგად იცი? თან რა გინდა ვერ გავიგე შენ რა ამერიკაში აპირებ სწავლას თუ რა? შენც ჩემნაირად დაემშვიდობები რამოდენიმე ხანით ბათუმს..- ვუპასუხე მწარედ

- ეგ ვიცი გველო მაგრამ არ დაგავიწყდეს რის გამო მიწევს მეც მანდ სწავლა - მიპასუხა ამაყად - სოფიმ თბილისში ჩაბარება ჩემს გამო გადაწყვიტა რადგანაც არ უნდოდა სტუდენტობისას ერთად არ ვყოფილიყავით.

პარალელურად გავხსენი ისევ იმეილი და ჰოი საოცრებავ......

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now