✨17✨

1K 75 0
                                    

რას ნიშნავს არ არის ისეთი როგორიც მგონია?
ან რის მიღწევას ცდილობს?
აღარ მივაქციე ყურადღება და სოფის ძებნა დავიწყე.
სად აღარ ვნახე და ბოლოს ერთ-ერთ სასადილოში შევამჩნიე....

თავიდანვე რატომ ვერ მივხვდი რომ ეს ღორი საჭმელად იქნებოდა გასული.

- სულ როგორ ჭამ?
- მე ბოდიში, გზაში თუ მომშივდა - გაიცინა , წამოდგა და ისე მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს თითქოს წლები არ გვინახავს ერთმანეთი.

მომენატრა საშინლად. ვეხუტებოდი და თავს სახლში ვგრძნობდი....✨

- როგორ მომნატრებიხარ - ვუთხარი და თმები ავუჩეჩე.
- მეც ძალიან მომენატრე.

წამოვედით...
სოფი თბილისში პირველად იყო და გზაში თითოეული ქუჩის ნახვით აღშფოთებული რჩებოდა..

დიდი გზის გავლის შემდეგ მივაღწიეთ სახლამდეც. როდესაც კარებს მივუახლოვდით მითხრა :

- არ მჯერა, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ ეს ერთი თვე.

გავუღიმე და ბინის კარი გავაღე.

- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ საცხოვრებელში. - ვუთხარი მე.

- მადლობა....

შევიდა სახლში და კოხტად წამოწვა სავარძელზე..

- რას დალევ? - შევთავაზე მე.
- რძიან ყავას , როგორც ყოველთვის.
- აჰამ
- კარგი ბინა კი აგირჩევია,მყუდრო და რაღაცნაირად საშენო - მითხრა სოფიმ
- კი მასეთია მაგრამ დედამ შეარჩია , სულ არ ვიცოდი როგორ მდგომარეობაში იყო აქაურობა
- ვაა , ყოჩაღ მარი დეიდასს
- აჰამ, შენსკენ რა ხდება აბა?
- უფფფ რა უნდა ხდებოდეს? იმის გარდა რომ აქ ჩამოვედი მეტი არაფერი. უშენოდ სულ მოწყენილობა იყო, რა გამეკეთებინა ან სად წავსულიყავი არ ვიცოდი.
- აჰაა...
-დღეს გაქვს ლექცია?
-არა, ხვალ მაქვს
-მოგწონს?
- ოჰ , მომწონს რომელია, მოვამზადებ ყავას და დანარჩენს მოგიყვები.

სოფისთვის მხოლოდ ის მქონდა მოყოლილი , რომ  ნოე ჩემი კურსელის ძმა აღმოჩნდა და მათთან ერთად გასულიც რომ ვიყავი.

მოვუყევი ბექაზე, ნიცას მოგონილ ურთიერთობაზე , წვეულების და აივანზე საუბრის შესახებ... ლაპარაკი კი ტელეფონის შეტყობინებამ შემაწყვეტინა.

 ლაპარაკი კი ტელეფონის შეტყობინებამ შემაწყვეტინა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- აჰა , ნოემ მეგობრობა გამომიგზავნა.
- აუუ საყვარელი, დაიმატებ?
- კი აბა...
- ოჰჰ მარიტა , რომ გეუბნებოდი ბედი გაგეხსნება თქო , არა რას ამბობ უნდა ვისწავლოვო , ვაი იმას ვინც შენ არ გიცნობს რაა.
- გეყოს გთხოვ წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა.
- აი ნიცას რომ გამაცნოვ მერე ნახე შენ გეგმები ხო ხედავ ეგეც ამჩნევს რაღაცეებს.. - ჩაიცინა
- კი შენ და ნიცა ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგებთ.
- მერე,რა ჯობია მაგას?
- არც არაფერი, მიდი მაშინ შენ მოეწყვე შენებურად მე  ნიცას მივწერ და სადმე გავიდეთ.
- კარგი.

სოფიმ ბარგის ამოლაგება დაიწყო მე კი მისაწერად მოვამზადე ტელეფონი.

- ჰეი, რას შვები? ❤️
*რამოდენიმე წუთის შემდეგ*
- არაფერს შენ?🤪
- მეც რავი, არ გავიდეთ დღეს სადმე? სოფის გაგაცნობ..😀
- კიიი , რა თქმა უნდაა 🤩 ... ჩემთან მოდით ჯერ და შემდეგ გადავწყვიტოთ სად წავიდეთ.
- კარგი 🙏🏻

შემდეგ კი დედას გადავურეკე..

- დეეე , როგორ ხართ?
- ჩემო გულო, კარგად შენ როგორ ხარ?
- მეც, აგერ სოფი ჩამოვიდა და ვართ ერთ ამბავში.

ნახევარი საათი ვსაუბრობდით შემდეგ კი დავემშვიდობე.

- ნიცამ ჯერ ჩემთან მოდით და შემდეგ გადავწვიტოთ სად გავიდეთო. - ვუთხარი სოფის

- როგორც გინდათ, ოღონდ ნოესთან ღრმა საუბრების გარეშე , მე იქ არავის ვიცნობ ჯერ და ამდენიხანი ვერ გავუჩერდები ვერავის... - მითხრა და კარი მიიხურა იმ მიზნით რომ რამე არ მოხვედროდა ჩემი ხელიდან...

შტერი....

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now