✨7✨

1.3K 93 7
                                    

გზაში მუსიკებს ვუსმენდით ნოეს 2Pac-ის ,,Only fear of death" ჰქონდა ჩართული. რომელიც ასევე ამშვენებდა ჩემი სიმღერების პლეილისტს.

გზად დედას და სოფის შევატყობინე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ახალ გაცნობილ მეგობრებთან ერთად მივდივარ ქალაქში. ორივემ ეგრევე მიპასუხა. პირველი დედას შეტყობინება გავხსენი :

- კარგი დედას ცხოვრება , მიხარია რომ კარგად არის ყველაფერი და მეგობრებიც რომ გაიცანი , ჭკვიანად და რომ მიხვალ სახლში გადმომირეკე.

შემდეგ სოფის შეტყობინება:

- აჰაა ჩასული არ ხარ უკვე ახალი მეგობრები გყავს??!! ოოჰ მარიტა! კარგი ვხუმრობ ძალიან მიხარია შენი კარგად ყოფნა. საღამოს დაგირეკავ მეც მაქვს ახალი ამბები. გაერთე . მიყვარხარ <3

მიყვარს ეს გოგო თავისი ასეთი ტკბილი ხასიათით..

მივედით მაკდონალდსში მე ცალკე ტერმინალთან მივედი რომ შეკვეთა მიმეცა. უეცრად ნოე მომიახლოვდა და შეკვეთა გამიუქმა. უკაცრავად ბატონო რა გნებავს??! გავიფიქრე ჩემთვის...

- მე ვიხდი და ჩემს ტერმინალს დავამატოთ შენი შეკვეთა ჩემო თანამგზავრო - ვ ა ი მ ე !!! მიცნო, არ ვიცოდი რა მეპასუხა,საშინლად მომერიდა.

- ა, არ არის საჭირო ჩემით გადავიხდი - არ დავიბენი ჩემს ჭკუაში მაგრამ უკვე პომიდორივით წითელი ვიყავი.

- არის - მიპასუხა. ნიცასთან და სანდროსთან მიმიყვანა. ნიცამ და სანდრომ შეუკვეთეს თავისი შეკვეთა, ახლა ჩემი ჯერიც დადგა.

- ორმაგი ჩიზბურგერის მენიუ - შტერო მარიტა!! რატომ მაინც და მაინც მასეთი მენიუ? უცბად გადავასწორე
- არა , არა ეკონომ მენიუ იყოს - სამივეს ერთხმად ჩაეცინათ
- არ იდარდო მაგაზე მარიტა - მიპასუხა ნოემ და თვალით ანიშნა ნიცას რომ ადგილები დაგვეკავა.

ჩვენ და საბედნიეროდ ადგილები საკმაოდ ბევრი იყო. ნიცა და სანდრო ერთად დასხდნენ , სერიოზულად??? ნოეს გვერდით უნდა ვიჯდე?

ღმერთო ეს დღე გადამატანინე...

გავიდა დრო და ნოეც ამოვიდა ჩვენი შეკვეთებით. მომიჯდა გვერდით და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ვჭამეთ და თან ვსაუბრობდით.

ბიჭები ფეხბურთელები აღმოჩენილან. ინტუციამ არ მიმტყუნა. ნიცას კი ფსიქოლოგია მისმა ფსიქოლოგმა შეაყვარა . 2 წლის წინ თურმე მისი გაუპატიურება უცდიათ და მის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. რის შედეგადაც ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული და მადლობელია იმ ქალის იმისათვის რომ ის ამ მდგომარეობიდან გამოიყვანა.

ზუსტად ამის გამო დაყვება ძირითადად ნოე მას ყველგან. მე ჩემს შესახებ მოვუყევი.

კარგები არიან და გამიმართლა რომ გავიცანი.

მაკდონალდსიდან გამოსვლის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ. მოულოდნელად წვიმამ დასცხო..
სანდრომ ეგრევე თავისი ჟაკეტი შემომაცვა. რა თქმა უნდა ესეც მოულოდნელი რამ იყო ჩემთვის..

რატომღაც თვალი ნოესკენ გამექცა. ბევრი არ იყოს და უკმაყოფილოდ უყურებდა სანდროს....
შემდეგ კი მანქანაში ჩავჯექით.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now