✨5✨

1.3K 90 8
                                    




ის ბიჭი, რომლის მზერაც მატარებელში დავიჭირე. ადგილზე გავქვავდი. აქ რა უნდა?? ვიღაც ბიჭებს ესაუბრებოდა. დავიჯერო აქ სწავლობს? არამგონია.

ინტუიცია მკარნახობს , რომ სპორტსმენია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ინტუიცია მკარნახობს , რომ სპორტსმენია. ცოტა ხანი, მას ვუყურებდი და უეცრად ვიღაც დამეჯახა. გამეცინა , მეგონა ასეთი რაღაცეები მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. უკან არც შემოიხედა ისე გაირბინა ზუსტად იმ ბიჭისკენ, რომელსაც ვუყურებდი. რაღაც უთხრა, შემდეგ შენობიდან გავიდა. ნეტავ ერთმანეთისთვის ვინ არიან? შესასვლელში დავჯექი და ეს გოგო , რომელიც დამეჯახა გვერდით მომიჯდა :

- დიდი ბოდიში , ვერ დაგინახე.

- არაუშავს , რა პრობლემაა. დიდად არ მტკენია არაფერი არ იდარდო. -  ვუპასუხე ნაზად.

- კარგი, მე ნიცა მქვია შენ?

- მარიტა

- სასიამოვნოა შენი გაცნობა მარიტა. ძალიან ლამაზი სახელი გაქვს.

- მადლობა , შენიც ასევე ლამაზია.

- ოჰ გაჩერდი - მიპასუხა მორცხვად

ნიცა ძალზედ სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. მუქი ყავისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით

ჩაცმულობის სტილი , ძალიან ნაზი და საინტერესო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩაცმულობის სტილი , ძალიან ნაზი და საინტერესო.

- რომელ ფაკულტეტზე ხარ? - მკითხა მან

- ფსიქოლოგია.

- რაა??

- ხო, რა მოხდა? - ვკითხე შეშფოთებულმა

- მეც ფსიქოლოგიაზე ვაპირებ. ვაპირებ რა, უკვე მოვეწყვე -  სიხარულისგან რა ექნა არ იცოდა.

- ეე, როგორი დამთხვევაა - გამიკვირდა ასეთი დამთხვევა მაგრამ ამხელა უნივერსიტეტში რა მაკვირვებდა?

- ძალიან კარგია. - ვუთხარი მე.

- ნამდვილად.

ვსაუბრობდით და არ მასვენებდა ფიქრი იმაზე თუ რა კავშირი ჰქონდა ნიცას , იმ ბიჭთან.

- წამოდი, არ დავაგვიანოთ პირველივე ლექციაზე -  მითხრა ნიცამ, თავისი კაბის შესწორება დაიწყო და მკითხა

- ხო კარგად გამოვიყურები?

- არაჩვეულებრივად.

- ვაიმე, მადლობა - გაუხარდა ჩემი ასეთი პასუხი,

შევედით ლექციაზე, დღეს საკმაოდ ნელა განვითარდა ყველაფერი. ლექტორმა გაგვაცნო ყველა ის გეგმა , რაც აქ სწავლის პერიოდში უნდა შევასრულოთ. ძალიან სასიამოვნო საუბრის მანერა გააჩნდა ჩვენს ლექტორს და ყველანი ყურადღებით ვუსმენდით მას. უკვე ვგრძნობ , თუ როგორ შემაყვარებს ამ საქმეს.  დასრულდა ლექცია და გარეთ გამოვედით. ის ბიჭი ისევ იქ იდგა.....

მეგობრებო რას იტყვით? მოგწონთ? ^_^

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now