✨4✨

1.4K 92 1
                                    




ჩავჯექი მატარებელში, ცოტათი მოვიწყინე კიდევაც. პირველად მიწევს ამხელა გზაზე, ახლობლებისგან შორს წასვლა. მთელი გზა სწავლაზე და მომავალზე ვფიქრობდი. თითქოს იქ არც ვიყავი. ჩემი ფიქრები ხმაურმა დაარღვია. როდესაც მივიხედე , შევამჩნიე რომ უცნობი ბიჭები ერთად ისხდნენ და ძალიან ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ყურადღება აღარ მივაქციე და ყურსასმენები გავიკეთე. შემდეგ კი შევამჩნიე თუ როგორ მიყურებდა ერთ-ერთი ბიჭი მე. შევცბი და მისგან მზერა მოვაშორე.

ბიჭი საკმაოდ განსხვავებული აღნაგობის იყო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბიჭი საკმაოდ განსხვავებული აღნაგობის იყო. ტანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ფეხბურთით არის დაკავებული. ქერა და ღია ცისფერი თვალებით.

რატომ მიყურებდა? ეგრევე ჩემი თავის შეთვალიერება დავიწყე რამე ხომ არ მჭირდა მაგრამ ვერაფერი ვერ შევნიშნე. გავაგრძელე სიმღერების მოსმენა და როცა ჩასვლის დრო მოვიდა ისინი აღარც ჩანდნენ. ალბათ ჩემამდე ჩავიდნენ.

დედამ საცხოვრებელი მიქირავა ჯერჯერობით. ბინა ძალიან მოვლილი და საცხოვრებლად მოსახერხებელია.უნივერსიტეტთანაც ახლოს არის.

დედას და სოფის შევატყობინე, რომ ჩავედი და სახლსაც მოვაგენი. ჩავრთე Justin Timberlake-ს "Can't stop the feeling'' და ბარგის ამოლაგება დავიწყე.

ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და სახლიც ჩემებურად მივალაგე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და სახლიც ჩემებურად მივალაგე. დავალაგე წიგნები,რვეულები. ბლოკნოტში მოვნიშნე ყველა ის საქმე , რაც გასაკეთებელი მაქვს და ასე გავიყვანე დღე, საღამოს კი სოფიმ დამირეკა :

- აბა , როგორ არის ჩემი აწ უკვე თბილისელი გოგო?

- ჰა ჰა , კარგად ვარ სოფი , შენ როგორ ხარ?

- უშენოდ არც მე ვარ კარგად და არც ბათუმი, მთელი დღეა წვიმს. ჩემს საყვარელ ჩაის ვსვავ და აივნიდან ვუყურებ ხედს.

- ოჰ , ძალიან კარგი მეც კარგად მოვეწყვე და მივალაგე ყველაფერი.

- უკვე მომენატრე

- მეეეცც

- კარგი მარიტა მამა მეძახის , მგონი ახალი ამბები აქვს. გკოცნი ბევრს და შეგატყობინებ ყველაფერს.

- კარგიი მიყვარხარ

- მეც - გამითიშა და მეც დასაძინებლად დავწექი.

აღარ მახსოვს როდის ჩამეძინა. პირველი ლექცია 2-ის ნახევარზე მქონდა. 10-ისკენ გამეღვიძა. ავდექი, ცხელი შხაპი მივიღე, სახის პროცედურები ჩავიტარე , ვისაუზმრე და ტელევიზორს მივუჯექი.

ისევ შერლოკ ჰოლმსი, ეგრევე ზაზა გამახსენდა და მოკითხვა გადავწყვიტე. მივწერე და დროს რომ შევხედე მივხვდი, რომ უკვე მზადების დროა. დიდხანს ვიდექი გარდერობთან. ავარჩიე შავი ჯინსი და შავი მაისური ძირითადად ყოველთვის ამ ფერში მაცვია. ჩანთა ჩავალაგე და უნივერსიტეტში წავედი.

ძალიან მომწონს თბილისი, ყოველთვის მომწონდა აქაურობა. აქ ბოლოს მამასთან ერთად ვიყავი. უნივერსიტეტს რომ მივუახლოვდი არც კი მჯეროდა, რომ იქ ვიდექი. წამით თვალებიც კი დავხუჭე. შევედი შენობაში, ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი შევნიშნე , მაგრამ ვერც წარმოიდგენთ ყველაზე დიდი ყურადღება რომელმა ადამიანმა მიიპყრო......

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now