✨22✨

1K 80 10
                                    

- იმიტომ , რომ არაფრის კეთებით დაიღალა.
- შენ იმ კაცის ბლუყუნის მოსმენა არაფრის კეთება გგონია? - მკითხა ნიცამ.
- ზუსტადაც რომ... - ვუპასუხე.
- ნეტაი თქვენ რაა - გვითხრა ნოემ და სახეზე ხელი მიიდო.

გამეცინა ნოეს ასეთ რეაქციაზე და წამით თვალით კონტაქტი დავამყარეთ ერთმანეთთან.

- კარგი აბა წავედი მე - გადავკოცნე ნიცა და წამოსასვლელად მოვემზადე.
- წამოდი ჩვენ მიგიყვანთ. - შემომთავაზა ნოემ.
- ხო ისე რას დამემშვიდობე? - აყვა ნიცა.
- სიარულის ხასიათზე ვარ და თან სოფის უნდა გავუარო.
- ასეთ ამინდში? - იკითხა სანდრომ
- ხო, უყვარს წვიმა. - უპასუხა ნიცამ.
- კარგი როგორც გინდა . - მითხრა ნოემ და მანქანაში ჩაჯდა. კარი კი უხეშად მოიხურა.
- დროებით მარიტა , სოფი მომიკითხე - გამიცინა ეშმაკურად.
- აუცილებლად - ვუთხარი თვალის ჩაკვრით.

ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ. ჩანთა მეორე მხარეს მოვიკიდე, ყურსასმენები ამოვიღე და ტელეფონს მივუერთე.

მივედი..

*ქვევით გელოდები* მივწერე და მშრალ ადგილას დავჯექი.
* 5 წუთში ჩამოვალ * მიპასუხა.

ისევ შეტყობინება.
და ისევ ნოესგან..

* თავს რატომ მარიდებ?🤨 *
თავს ვარიდებ? მე? ნოეს?

* არ გარიდებ, საიდან მოიტანე?*

* აბა რა არის? ჯერ კინოში ხელი ისე მომაშორე თითქოს ვიკბინებოდე. შემდეგ კი ჩვენთან ერთად წამოსვლაზე უარი თქვი.*

* რა სისულელეა? ხელი იმიტომ გავწიე, რომ უცებ დავიბენი და ახლა სოფის მოსაყვანადაც ხო არ შეწუხდებოდი?*

* რატომაც არა?*

* ნოეე..*

* რაა? *

* რაზე ბრაზდები? *

* რავი🤷🏼‍♂️ კაი დაივიწყე.. *

* ჰომ *

მხოლოდ მე და შენTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang