✨38✨

953 79 9
                                    


ცოტახანში ქალბატონი შორენა მისი ოთახიდან გამოვიდა და მათ შეუერთდა მაგრამ ვაი.. მე დამიძახა...

-  გისმენთ ქალბატონო შორენა.
- გამარჯობა მარიტა. - მითხრა  ლადომ.
- გამარჯობა.
- იცნობთ ერთმანეთს? - იკითხა ქალბატონმა შორენამ.
- კი ბექას კურსელია. - უპასუხა ლადომ.
- უი რა დამთხვევაა... კარგია.
ძალიან სასიამოვნო გოგოა რამოდენიმე კლიენტმა მასზე თავისი აზრიც დაგვიტოვა და ყველგან დადებითად აფასებდნენ...
- ნამდვილად არის... - თქვა ნოემ და თვალი ჩამიკრა.
- ოჰო, კარგი მარიტა საყვარელო ერთი კაპუჩინო მომიტანე. - მითხრა ქალბატონმა შორენამ.
- ახლავე - ვუთხარი და ბარისკენ წამოვედი.
-ერთი კაპუჩინო ქალბატონისათვის - ვუთხარი ელენეს შემდეგ კი სხვა კლიენტებს მივემსახურე. დრო საკმაოდ ნელა გავიდა. ცოტახანში ნოემ, ლადომ და ანასტასიამ კაფე დატოვეს. ალბათ მზად იყო პასუხები..
როდესაც მათი მაგიდის დასასუფთავებლად მივედი მაგიდაზე ერთი ფურცელი შევამჩნიე, რომელზეც " დროებით  ჩემო თანამგზავრო " ეწერა. ერთი ამ ცანცარას შეხედეთ რაა??!
ასეთი წვრილმანი რაღაცეები ყოველთვის მომწონდა და ნოესგან კი განსაკუთრებულად მომეწონა..ფურცელი გადავკეცე და ჩანთაში შევინახე ეგრევე, სამსახურის ფორმაში, რომ არ დამრჩენოდა.
მუშაობის დროც მორჩა.. ნოეს მივწერე, რომ აწი უკვე შეეძლო მოსვლა შემდეგ კი გამოსაცვლელად შევედი.
გოგოებს დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი რამოდენიმე წუთში კი ნოეც მოვიდა..

- გამარჯობა კიდევ ერთხელ - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
- გამარჯობა. აუ მარიტა არსად წასვლის თავი არ მაქვს და ჩემთან, რომ ავიდეთ? არ იქნებიან ჩემები თან სახლში ნიცაც მათთან ერთად არის...
- როგორც გინდა კარგი. - დავთანხმდი მიუხედავად იმისა , რომ ყველაზე ნაკლებად მინდოდა მის სახლში წასვლა. ძალიან განაწყენებული ჩანდა და ახლა ჩემი წუწუნი იმის გამო , რომ სახლში მეუხერხულებოდა უადგილო იქნებოდა..
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. გზაში სოფის დავურეკე და ვუთხარი, რომ შემაგვიანდებოდა. ის კი ისევ სანდროსთან ერთად იყო.
ანუუუ??? რომ კითხო ისეთი არაფერი ხდებაო. ოჰ სოფიი გნახავ ამაღამ შენ.

მივედით და ისევ აივანზე დავსხედით.
ნოემ მხარზე თავი დამადო და მითხრა.
- ჩემია... - ჩემმა ყურებმა ის მოისმინა, რაც ყველაზე ნაკლებად სურდა.
- ჰოო?... - ვუთხარი და თავზე ხელი დავადე.
- კი , ერთი მხრივ მომენტალურად შემრცხვა იმის გამო,რომ ეჭვი შემეპარა მაგრამ მეორე მხრივ... სიმართლე ხო უნდა გამეგო არა?
- არა ნოე ნუ გრცხვენია მაგის... ასეთი სიტუაციის მერე მითუმეტეს. კარგი ქენი, რომ წახვედი და გაიგეთ...
- ჰო მართალი ხარ...მაგრამ მამას რა ვუყო?
- მამასთან რა ხდება?
- მითხრა , რომ თუ ბავშვი შენი აღმოჩნდება ანასტასიას ცოლად მოყვანა მოგიწევსო რადგანაც ჩვენს რეპუტაციას მასეთი სიტუაცია არ აწყობსო...- მითხრა თუ არა ინსტიქტურად გვერდით გამოვიწიე ნოემ კი ლამის სახე ჩამოარტყა მაგიდას. არ ვიცოდი რა მეთქვა და რა გამეკეთებინა.
წამებში დამემსხვრა იმედები , რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამყარებდი.
იმედები, რომელზეც ყველაფერი იყო დამყარებული.
ჩემი სრული ბედნიერების ბოლო წვეთი, რომელიც ასე უცბად გაქრა... აღარ არსებობს.
აი თურმე როგორ კვდება ბოლოს იმედი , უცებ და წყნარად.
ძველი მეგობრებივით თითქოს მოვიდა და ზურგში დანა ჩამარჭო. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ რატომ არ გვესმის ადამიანებს ის , რომ არ არსებობს? რატომ ვხდებით გულუბრყვილოები? რატომ გვჯერა ყველაფრის და რატომ ვამყარებთ პატარა სიხარულზეც კი უდიდეს იმედებს?...

- ანუ რა გამოდის? ცოლად მოგყავს?
- მომიწევს...უნდა გენახა მამაჩემი როგორ ცივად შეხვდა ამ ფაქტს. მე ასე ვთქვი და ასე იქნებაო. მთელი სახლი ჩვენს ჩხუბს მიჰქონდა...დედა კიდე ტირილს ვერ წყვეტდა... რა აღარ ვუთხარი როგორ არ შევატრიალე საუბარი მაგრამ უშედეგოდ...ნიცამ შემდეგ შენ გახსენა, ნოეს მარიტა მოსწონსო და მე ძალიან მომეწონა მარიტა იმ დღეს, რომ გავიცანიო მაგრამ სხვა გზა არ არის ნოეს ანასტასია მოჰყავს ცოლადო...ძალიან არ მინდა მარიტა მართლა მაგრამ მამაჩემის წინაშე უძლური ვარ...
- ვიცი ნოე , ვიცი შენ არაფერ შუაში ხარ... - ვუთხარი და თავი ჩემს მუხლებზე დავადებინე...
ვიჯექით ასე ჩვენთვის ჩუმად. გონება გამოცლილები...
არაფერი მაგონდებოდა სათქმელად ასე მეგონა, რომ სიტყვების მარაგი ამოწურული მქონდა...ნოეც ალბათ ასე იყო.. ალბათ რა , მასე იქნებოდა...

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now