✨33✨

1K 73 10
                                    


ინტერესი მკლავდა თუ როგორ შეხვდებოდა ფაქტს..

- ანასტასიაც იყო დაბადების დღეზე... - ვუთხარი.
- მართლა?
- ჰო, ჩემი თავი ბექამ როგორც შენი ახალი გოგო ისე გააცნო და მგონი არ მოეწონა კიდეც.
- ახალი? ოჰჰ, უტვინოები..
- ჰოო

ცოტახანი ვისაუბრეთ შემდეგ კი სახლში ასვლა გადავწყვიტე.

- კარგი ჩემი წასვლის დროა. გადავიღალე და ძალიან მეძინება..
- იყავი ცოტახანი კიდე რა - მთხოვა.
- ვერა , სხვა დროს გავიდეთ კიდე...დროებით. - ვუთხარი და სახლში ამოვედი.

არ ვიცი რა მჭირს და არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი, ახლაც ასე ცივად დავემშვიდობე...ნაწყენი ვარ ისე, რომ არც კი ვიცი რაზე. სოფის ეძინა მე კი იმედი მქონდა, რომ ვისაუბრებდით.
როგორც ყოველთვის ჩაი მოვიდუღე და ჩემთვის აივანთან მოვკალათდი. წვიმა წამოვიდა , თავი შეგვახსენა... თითქოს ბუნებამ იგრძნო, რომ ეს მჭირდებოდა..
სიცარიელეს ვგრძნობ მაგრამ არაფერს ვჩივი. კარგად ვარ, ვსწავლობ ჩემი ოცნების უნივერსიტეტში, ვცხოვრობ თბილისში ჩემს საუკეთესო დაქალთან ერთად, მყავს ნიცა , უსაყვარლესი დედა და ძმა.... რა მინდა მეტი? რატომ ვერ ვგრძნობ თავს ისე, როგორც უნდა ვგრძნობდე..
რა მოხდება როდესაც ნოე ბავშვის ამბავს გაიგებს? დაუბრუნდება ანასტასიას? ასე მგონია ის ქიმია , რაც ჩვენს შორის არის გაქრება რადგანაც მის ცხოვრებაში პატარა არსება გამოჩნდა, რომლის შესახებ ჯერ არც იცის. ადვილი წარმოსადგენია უკვე როგორ უყვარდათ ერთმანეთი, მათმა სიყვარულმა ახალი ცხოვრება, რომ შექმნა...
მე ალბათ აღარ ვიქნები საჭირო მის ცხოვრებაში..შერიგდებიან და ჩვენი ეს პატარა ურთიერთობა წარსულს მიებარება...

- რას აკეთებ? - მომიახლობდა სოფი და შემეშინდა...
- აუ შეემაშინე ისეევ
- რა მოხდა? - იგრძნო..

სოფის გული გადავუშალე. როგორც მანამდე ვახსენე მასთან საუბარი ყოველთვის მამშვიდებს. ჩამეხუტა და თავი მის მუხლებზე დამადებინა...

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now