✨37✨

912 75 9
                                    

*ნოე*


ჩემს ოთახში შევედი და ანასტასიას დავურეკე..

- ნოე?

- ხვალ 1 საათისთვის მზად იყავი ბავშვთან ერთად. ანალიზებზე წავალთ და გავიგებთ ვისი ბავშვია..

- გაგიჟდი ხო ? ასე არ გჯერა ჩემი?

- შენი, რომ მჯეროდა მაგიტომ შეგიყვარდა ჩემი ძმაკაცი ხო? რაც გითხარი გაითვალისწინე და ზედმეტი კითხვები შენთვის შეინახე... - ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.


რა თქმა უნდა ანალიზებზე ლადოც უნდა ყოფილიყო ამიტომაც მასთან შეხვედრა პირადად გადავწყვიტე. შეხვედრა იმ წამსვე დავთქვით.

- ნოე სად მიდიხარ დე ? - მკითხა დედამ

- საქმე მაქვს. - ვუთხარი და სახლიდან გამწარებული გავედი.

ცოტახანი ლოდინის შემდეგ ლადოც გამოჩნდა.

- ამას ვის ვხედავ გამარჯობა ნოე - მითხრა ლადომ

- არ მაქვს გამარჯობების თავი

- გისმენ მაშინ აბა რისი თავი გაქვს?

- ანასტასია ორი წლის შემდეგ გამოჩნდა და მირწმუნებს, რომ შვილი ყავს ჩემგან მე კი ამაში ეჭვი მეპარება ასე , რომ ხვალ გამოგვყვები ანალიზებზე და გავიგებთ მამის ვინაობას.

-  ეი ეი ძმაოო მე მაგ საქმეში სუფთა ვარ.

- რა დარწმუნებული ხარ ? არ გქონიათ თუ რა?

- არა ერთხელ მაგრამ მასეც ვერ შევტოპავდი  - თქვა და გვერდით გაიხედა.

- არ მაინტერესებს ხვალ მოხვალ და გავიგებთ. - საავადმყოფოს სახელი ვუთხარი , მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი.


მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მათი ურთიერთობის შესახებ მისმა აღიარებამ მეტად გამაღიზიანა. სახლში დავბრუნდი და ეგერევე დავიძინე.


* მარიტა *


სამუშაო დღე..ოჰ როგორ არ მინდოდა საწოლიდან ადგომა. შესაბამისად ხასიათიც არ მივარგოდა..

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now