✨40✨

2K 111 66
                                    




- გამარჯობა - მომესალმა ანასტასია.

- გამარჯობა. დაჯექი.

- ბოდიში რა ასე ,რომ შეგაწუხე უბრალოდ ასეთ სიტუაციაში შენს გარდა ვერავის ვერ შევეხმიანებოდი. - მითხრა და სახეზე ხელი გადაისვა.

- არა , არა რა შეწუხებაა გისმენ.

- რამეს ინებებთ? - გვკითხა ელენემ.

- მე ცხელ შოკოლადს დავლევ. - ვუთხარი ელენეს.

- მე პიტნის ჩაის თუ შეიძლება. - თქვა ანასტასიამ.

- კი ბატონო - გვითხრა ელენემ და გაგვიღიმა.

- ჯერ მომიყევი როგორ ხარ? - მკითხა ანასტასიამ.

- მადლობა მე კარგად ვარ შენ?...ემილი როგორ არის?

- მადლობა ჩვენც კარგად..კარგი მაშინ გადავალ საქმეზე კარგი?

- კი - ვუპასუხე მე.

- ესეიგი ,ერთ დღეს ძალიან შეუძლოდ გავხდი რის შემდეგაც სავადმყოფოში მომიწია წასვლა დედაჩემს შეეშინდა და შევამოწმოთ რა ხდება შენს თავსო...ყველანაირი სინჯების შემდეგ აღმომიჩინეს გულის აორტაზე მე-4 სტადიის კიბო, რომლისგანაც გადარჩენის შანსი ასიდან ერთსაც ძლივს აქვს..

- აუ რას ამბობბ?.... - მომენტალურად ყველაფერს შავი ფონი დაედო..

- ხო , არ ვიცი რატომ მაგრამ ნოეს ამის თქმა ვერ გავუბედე და თითქმის 2 თვე ვმალავდი. ხასიათები მეცვლებოდა ვეღარც კი მცნობდა...შემდეგ კი უდიდესი შეცდომა დავუშვი გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა...საშინლად ვატკინე გული. დავშორდით და ექიმმა საზღვარგარეთ მკურნალობა მირჩია , რის შედეგადაც წავედი. ამას ორსულობა დაემატა..ექიმებმა მითხრეს, რომ გაჩენა შემეძლო და ბავშვს არანაირი ზიანი არ მიეყენებოდა. მთელი ის 9 თვე ნერვიულობაში გავატარე და ერთი სული მქონდა გამეჩინა,რომ დავრწმუნებულიყავი ბავშვის სრულ ჯანმრთელობაში...ღმერთის წყალობით ემილი მართლა ჯანმრთელი დაიბადა. 2 წელი ვმკურნალობდი მაგრამ შედეგი არანაირი...უბრალოდ მიგრძელებენ დღეებს , რომელსაც ბოლო არ ვიცი როდის მოეღება..ყოველდღე ვუარესდები და თითქოს ვგრძნობ, რომ ახლოს არის..

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now