✨35✨

953 75 17
                                    


* მარიტა *

ლექცია საკმაოდ საინტერესოდ გადიოდა, როდესაც ტელეფონის ზარი გავიგე.
დავხედე ტელეფონს,ნოე მირეკავდა, მივხვდი , რომ რაღაც სჭირდებოდა თორემ მომწერდა , ჩანთა ავიღე და აუდიტორიიდან გავედი.
ნიცას ვუთხარი,რომ შევეხმიანებოდი.

- გისმენ ნოე , რა ხდება რატომ მირეკავ?
- გამოდი.
- სად?
- გამოდი უნივერსიტეტიდან

გავედი და შევამჩნიე, როგორ იდგა თავისი მანქანით უნივერსიტეტის წინ. ყურმილი დავუკიდე და მასთან მივედი...

- აქ რა გინდა?
- ჩაჯექი.

შეტრიალდა და საჭესთან დაჯდა, მეც დავჯექი.

დავჯექი და ნოემ იმ წამსვე სწრაფი სიჩქარით დაიწყო სიარული.

- ჰეეიი? - დავუბღვირე
- რა იყო?
- მე მეკითხები რა იყოო?
-  მივალგ და გაიგებ.

რადიკალურად სხვა ადამიანი მეგონა ჩემს გვერდით სანამ არ მივხვდი რაში იყო საქმე.
ნოემ ისევ იმ ადგილას მიმიყვანა სადაც იმ ღამეს ვიყავით...

- ნოე რა მოხდა?
- შვილი მყავს... - ეგრეც ვიფიქრე , რომ ამ ამბავის გამო იყო ასე გაბრაზებული.
- ვიციი..
- იცოდი და არ მითხარი?
- მე რატომ უნდა მეთქვა ნოე, ეს თქვენი საქმეა და პირველი ანასტასიასგან უნდა გაგეგო და არა ვიღაც მარიტასგან..
- ვიღაცით საკუთარ თავს ჩემთან ნუ მოიხსენიებ და არა მარტო. - მითხრა და თავი ხელებში ჩარგო.
არ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა და რითი დამეწყნარებინა...

- დღეს ვნახე....ბავშვი.. ისს ისეთი ლამაზია...პატარა..მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ჩემია მარიტა...
- კარგია თუ ნახე. დაწყნარდი. რატომ არ გჯერა? რაში სჭირდება ანასტასიას ამ თემაზე ტყუილი?
- იმ ღამეს თავდაცვით დავკავდით სიყვარულით , მისი დაორსულების შანსი ნულს უდრიდა, მაგრამ ნასვამი ვიყავი და ალბათ სწორად არ მახსოვს. არ ვიცი, რა ვიფიქრო და როგორი რეაგირება მოვახდინო...
- თუ არ ხარ დარწმუნებული შეგიძლიათ დნმ-ის ტესტი აიღოთ და მისი პასუხების შედეგად გაიგოთ მამის ვინაობა მაგრამ ცოტა უხერხულად გამოვა ანასტასიასთან..
- ჩემებსად უნდა დაველაპარაკო და საქმის კურსში უნდა ჩავაყენო. ისინიც თავის აზრს მეტყვიან და შემდეგ საღი გონებით გავესაუბრები ანასტასიას.
- ხო ძალიან კარგი აზრია. მოგიხდება ისე მამის როლი - ვუთხარი და გავუღიმე. მანაც ეშმაკურად გამიღიმა.

ნელ-ნელა მომიახლოვდა,მითხრა - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედა შენ იქნები.... წამიერი პაუზის განმავლობაში ის თვალებში მიყურებდა... შემდეგ კი ნელი ტემპით ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეახო...

 შემდეგ კი ნელი ტემპით ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეახო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

აი აქ დასრულდა ჩემი ყოფა....
ისე მოულოდნელი იყო ეს სიტუაცია ჩემთვის , რომ წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია...შემდეგ უკან გამოვიწიე..

- ნოე.... - ვუთხარი და დავიმორცხვე
- რა იყო?
- რატომ გააკეთე ეს?
- არ მოგეწონა? - მკითხა ცალი წარბის აწევით.
გავწითლდი...
- ანუ კიი..როგორ არა მაგრამ მოულოდნელი იყო, ჩვენ ერთადაც არ ვართ...
- ჩვენ შორის არსებულ მიზიდულობას ვერ უარყოფ და ზუსტად ვიცი შენც ისე გიზიდავ, როგორც შენ მე...
- შეიძლება - ვუთხარი და თმა შევისწორე..
- არავითარი შეიძლება. ნუ უარყოფ მარიტა. ისეთი ლამაზი ხარ,თავი ვეღარ შევიკავე...

ასე უცებ როგორ მოვეწონე, ჩვენ ერთად საკმარისი დროც კი არ გაგვიტარებია, რომ ის ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო... თან გაბრაზებულია
იქნებ ეს მოზღვავებულმა გრძნობამ გააკეთებინა. და,რომ ინანოს? თუ ისე ვიმსჯელებ, რომ ადამიანი,როდესაც გაბრაზებულია სწორედ ის ადამიანი უნდა ყველაზე მეტად, რომელზეც გაბრაზებულია მაშინ ასე გამოდის.....

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now