✨34✨

950 73 16
                                    

* ნოე *

ანასტასიას რატომ უნდა შევხვდე? ან ნიცას რატომ უნდა ასე ჩემი მასთან შეხვედრა?
ან მე მჭირს რამე ან ამათმა გარეკეს სანამ იქ ვიყავი. სულ რაღაც ერთი კვირა გაატარეს უჩემოდ და ნამდვილად დაეტყოთ....
ნიცამ აწი უშენოდ ვივლი ხოლმე უნივერსიტეტშიო , წინააღმდეგობა არც მიცდია და არც მქონდა უფლება..
წავიდა. მე კი მის მანქანას აივნიდან თვალი გავაყოლე. ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე ანასტასიას შევხმიანებოდი და გამეგო ჩვენი შეხვედრის მიზეზი. გამეცინა იმ ფაქტზე, რომ დაბლოკილი მყავდა... რას აღარ გააკეთებს კაცი გაბრაზებისას გავიფიქრე და ანასტასიას დავურეკე.

- იმედია მიცანი.
- კი ისევ ისე მიწერიხარ კონტაქტების სიაში. შენც ჩემნაირად არ შეგიცვლია ნომერი...სასიხარულოა..
- ნიცამ მითხრა უნდა შეხვდეო და მიზეზი?
- მნიშვნელოვანი საქმე მაქვს..
- კარგი. სად შეგხვდე?
- შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე.
- არა. გარეთ გამოდი და იქ მოვგვარდეთ.
- გარეთ განსახილველი თემა არ არის ნოე...
- ეე,კარგი..  - გავუთიშე და წასასვლელად გავედი.

პირველ სართულზე ჩასვლისას დედა შემხვდა.

- ჩემო ბიჭო საით გაგიწევია? - მკითხა და გამიღიმა.
- საქმეები მაქვს დე საღამოს დავბრუნდები. გინდა რამე?
- არა ისე გკითხე, კარგი მიდი და ჭკვიანად იყავი რაა...
- არ ინერვიულო - ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი.

მთელი გზა ,, გარეთ განსახილველი თემა არ არის " ჩამესმოდა ყურში... ასეთი სერიოზული რა უნდა ყოფილიყო? მივედი.

რამდენ მოგონებას იტევს ადამიანის გონება... ორი წლის შემდეგ თითოეულ ამ ქუჩის ადგილზე მასთან ერთად გატარებული დრო გუშინდელივით მახსოვს..
კარზე ორჯერ დავაკაკუნე შემდეგ კი კარს ანასტასია აღებს პატარა გოგონასთან ერთად...

- შემოდი ნოე. - შემიპატიჟა ანასტასიამ.
- გამარჯობა - ვუთხარი და მისაღებ ოთახში გავყევი.
დავსხედით ანასტასიამ კი პატარა გოგონა სათამაშოებით სავსე მოწყობილ კუთხეში დასვა..

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now