✨32✨

979 77 20
                                    


მოდიოდა თავის ბარგთან ერთად და იღიმოდა.
უბრალოდ იღიმოდა თუ მე მიღიმოდა ვერ გავიგე მაგრამ მეც ბავშვივით ვიღიმოდი.
ვინაიდან და რადგანაც ნიცა თავის ნაცნობებს ესაუბრებოდა პირველივე შემხვედრის შანსი მე მომეცა და ნოეს პირველი მე დავხვდი...
ის კი მოსალმების მიზნით ჩამეხუტა,ისევ წელზე ხელის მოხვევით....

- მარიტაა აქ რა გინდათ? როგორ ხარ? - მკითხა ნოემ.
- მაგას მე უნდა გეკითხებოდე მე კი არ მიმგზავრია...
- ოჰჰ, კარგად მადლობა. გამარჯობა სოფი.
- გაგიმარჯოს ფეხბურთელო - მიესალმა სოფიც.

ამასობაში ნიცამ შეამჩნია ნოე და მასთან ჩასახუტებლად გამოექანა.
და-ძმა ერთმანეთს შეეგებნენ..

- ნოეე, როგორ მომენატრეე - უთხრა ნიცამ ნოეს და მთელ აეროპორტში მისი ხმა ისმოდა.
- მეც მომენატრე მაგრამ რა იყო? ასე ძალიან 1 კვირაში როგორ მოგენატრე? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- ჩემთვის 1 საუკუნეს უდრიდა , რომ იცოდე რა - უპასუხა ნიცამ.
- ვაა , ვაა ამათ ვის ვხედავ? - გაიკვირვა სანდრომაც.
- სანდროო - მიუვარდა სანდროსაც ნიცა.
- ამას რა სჭირს? - მკითხა ნოემ.
- მოენატრეთ - ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე.
- შენ როგორ ხარ სოფი? - ჰკითხა სანდრომ სოფის.
- მადლობა კარგად თავად როგორ ხარ? - უპასუხა სოფიმ.
- წამოდით , წავიდეთ ახლა რაღას ელოდებით? - გვითხრა ნიცამ და მანქანისაკენ გავედით. ნიცას წინ სანდრო დაუჯდა მე კი უკან სოფის და ნოეს შორის მომიწია დაჯდომა.

ნეტავ შემეძლოს ყველა იმ გრძნობის კარგად გადმოცემა, რომელსაც იქ ჯდომისას ვგრძნობდი.
სიხარული,დაბნეულობა, უაზრო ღიმილი , სიბრაზე და ყველა გრძნობა ასე სათითაოდ.
ბიჭები გზაში თავის ამბებს და კარგად დასამახსოვრებელ სიტუაციებს გვიყვებოდნენ.
ნიცამ ერთ მომენტში გამოგვხედა და თვალი ჩამიკრა. მე კი თვალით ვანიშნე გეყოს მეთქი...

სანდრო თანდათან სოფის უსმევდა კითხვებს და ამით ცდილობდა ყველანაირად მისი ყურადღების მიქცევას.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now