✨9✨

1.3K 89 2
                                    

ლექცია 4-ზე მაქვს ასე რომ 1 საათამდე გათიშულს მეძინა. მაგრამ ვინ რას შეგარჩენს?
ტელეფონს რომ დავხედე 7 გამოტოვებული ზარი დამხვდა და რა თქმა უნდა დედასგან, გადავურეკე. :
- რა იყო გოგო თბილისშიც ძილში აპირებ დროის გატარებას?

აი ხო ხედავთ როგორ არ უყვარს როცა მძინავს. გამაგიჟებს ეს ქალი ერთ დღეს. სხვების შვილებს არც კი სძინავთ სახლში, მთელი დღეები გარეთ არიან , მე კიდე ჩემთვის სახლში ვარ არაფერს ვაშავებ და მაინც მსაყვედურობს. სხვას რას ვუყურებ მაგრამ მაინც.

-კარგი რა დედა, მანდედან მაინც ნუ მიშლი ძილს გთხოვ რა. 4-ზე მაქვს ლექცია და ნუ დარდობ მეთქი გითხარი ბევრჯერ.

-არ გიშლი ძილს შვილო , უბრალოდ მირჩევნია შენი დრო სასარგებლოდ რომ გამოიყენო.

- ხოო კარგი , გინდოდა რამე თუ რატომ მირეკავდი?

- არაფერი. უბრალოდ მოკითხვა მინდოდა.

- აჰ , ხო კარგად ვარ ნუ ნერვიულობ.

მოვუყევი სოფის სიახლე და ასევე ის ამბავი რაც წინა დღეებში შემემთხვა. სოფის ხო შეეშინდა , დედას კი გაეცინა . მიყვარს დამთხვევებიო.

დედასთვის არასდროს არაფერი დამიმალავს, და ვფიქრობ ცუდია როდესაც შვილები დედას რაიმეს უმალავენ როგორი მწარეც არ უნდა იყოს მომხდარი ან თუნდაც სიმართლე.

როგორ მინდა მამასთანაც ასე ვრეკავდე და ყველაფერს ასე დაწვრილებით რომ ვუყვებოდე.
მახსოვს ერთხელ ეზოდან ასულს , ძალიან განერვიანებული დამხვდა რომ მივედი უცბად შეეცვალა ნერვიულობა , ღიმილში. არ ვიცოდი რა აწუხებდა , და არც არასდროს ვეკითხებოდი არაფერს . ვთვლიდი რომ ზედმეტი იყო ჩემი კითხვები .
არ მესმოდა არასდროს მშობლები რატომ იქცეოდნენ ასე და რატომ მალავდნენ ასე თავიანთ გრძნობებს და განცდებს.

ვისადილე და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე.
ჩავიცვი ჯინსი და ნაცრისფერი მაისური. თმა კი როგორც ყოველთვის გავიშალე.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now