✨12✨

1.1K 83 4
                                    

გზაში ნოეს ლადო ნავერიანის შესრულებული ,, მე ყოველთვის მოგცემ '' ჰქონდა ჩართული. როგორც ვამჩნევ ძველი სიმღერების მოყვარულია. ჩარკვიანის ორიგინალს , მეც ლადოს შესრულებული მერჩივნა.

მივედით მათ სახლამდე.

საკმაოდ დიდი და კარგად მოწყობილი საკუთარი სახლი ჰქონიათ. ჩვენ,სახლში შევედით ნოემ კი მანქანა ავტოფარეხში შეიყვანა.

შესვლისთანავე მათი დედა შეგვხვდა.

- მოხვედით დეე.

- კი დედა, გაიცანი ეს მარიტაა რომელზეც ეს დღეები გესაუბრებოდი.

- გამარჯობა საყვარელო, მიხარია შენი გაცნობა. იმდენს მესაუბრებოდა შენზე ნეტავ იცოდე, ზუსტად ისეთი ლამაზი ხარ როგორიც წარმომედგინე. შეგიძლია ქეთი დამიძახო.

- გამარჯობა , უღრმესი მადლობა. ჩემთვისაც ძალზედ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.- ვუპასუხე მორიდებით

- ხო არ გშიათ ? დღეს ქათმის სალათი გვაქვს.- შემოგვთავაზა.

-არა, მადლობა - ვუთხარი მე.

- არა დე , ჩემს ოთახში ავალთ. ძილინებისა.

- ძილინებისა გოგოებო. - დაგვემშვიდობა და სამზარეულოსკენ გავიდა.

ნიცამ თავისი გარდერობიდან გამოსაცვლელი მომაწოდა და დავწექით. გადავწყვიტეთ ფილმი ჩაგვერთო და ჩავრთეთ  " Me Before You" , ფილმი რომელიც არასდროს არ მომბეზრდება. პარალელურად ვსაუბრობდით , ნიცას კი მალევე ჩაეძინა.

მიუხედავად დამღლელი დღისა , საერთოდ არ მეძინებოდა და ფილმს ბოლომდე ვუყურე

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.

მიუხედავად დამღლელი დღისა , საერთოდ არ მეძინებოდა და ფილმს ბოლომდე ვუყურე.

*დრო 01:00*

აივანზე გასვლა გადავწყვიტე. პატარა სავარძელი ედგათ და ჩემთვის მოვკალათდი.

მამა.....

გამახსენდა ის დღე როდესაც პირველ კლასში მიმიყვანეს მშობლებმა.

მახსოვს ისიც თუ როგორი ამაყი და ბედნიერი იყო მამა იმ ფაქტით რომ მისი შვილი სწავლის პირველ საფეხურზე იდგა.

მკითხა:

- მარიტა , ხო იცი მამას როგორ უყვარხარ და როგორ ამაყობს შენით?

- კი მამა ვიცი.

- ძალიან კარგი მა. ყოველთვის ასე იქნება. ყოველდღე წინა დღესთან შედარებით უფრო მეტად მეყვარები და უფრო ვიამაყებ შენით. წარმატებულ დღეს გისურვებ და საღამოს მომიყევი შენი შთაბეჭდილებები ახლა კი გაიქეცი და გაიცანი შენი კლასელები.

ჩავეხუტე მშობლებს და ბედნიერების ულევი გრძნობით აღსავსე შევედი სკოლაში.

მის მერე სკოლაში ყოველთვის მიხაროდა სიარული და მის შედეგად კარგადაც ვსწავლობდი.

როგორ არ ხარ მამა ამ წამს ჩემთან? დრო ტკივილს კურნავსო ამბობენ  მე კი ასე არ ვფიქრობ. რაც დრო გადის მეტად მენატრები და მეტად ვგრძნობ უშენობას.

როგორ ვერ გავიაზრე დღემდე ეს ყველაფერი...

13 წლის ასაკიდან, ჩვევად მაქვს აივანზე მასზე ფიქრი. თითქოს დიდ ლოდს ვიგდებ წელიდან და ვმშვიდდები.

- მშვიდობაა? - ისევ ნოე.

- ოხ ღმერთოო,შემეშინდა. აქ შენ საიდან? - ვკითხე შეშინებულმა

- ჩემი და ნიცას აივანი გაერთიანებულია. ვიფიქრე ცოტა ხანი აივანზე გავალ თქო და აქ ყოფილხარ შენც. რატომ არ გძინავს ? ან რატომ ტირი?

- არ მეძინება, აივანზე ყოფნა კი ყოველთვის მამშვიდებს.

- ეგ კარგი , მაგრამ რატომ ტირიხარ მაგას არ მეტყვი?

- მამა მომენატრა....-  ამ სიტყვასაც კი ცრემლები მოყვა.

ისევ სიჩუმე. ისევ სიბრალული....

სრულიად მოულოდნელად პლედი მომაფარა და მითხრა

- დაწყნარდი და თუ გინდა მერე მომიყევი...

მხოლოდ მე და შენМесто, где живут истории. Откройте их для себя