✨27✨

1K 81 17
                                    

- ეი, რას აკეთებ ? უნივერსიტეტი მაგ მხარეს არ არის - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- ვიცი ,ცოტახნით გავჩერდებით მოგიყვები რაღაცას და მერე მივიდეთ რა პრობლემაა?
-რას ჰქვია? არ მინდა ლექციაზე დაგვიანებით შესვლა
- არ დაშავდები დაგვიანებით მარიტა, არც არავინ გეტყვის არაფერს, გინდა ბოლო წუთს შეხვიდე. - მითხრა და მანქანა შეაჩერა.
ავტოსადგომი და საერთოდ ქუჩა არ მეცნობოდა. ცოტათი შეშინებულიც ვიყავი.
ბექამ ჩაახველა და ამბის მოყოლა დაიწყო.

- ესეიგი ჩემი ძმა ლადო და შენი ბიჭი ნოე ბავშვობიდან ძალიან კარგად მეგობრობდნენ.
ბაღში, სკოლაში, ფეხბურთზეც კი ერთად დადიოდნენ. ისე მეგობრობდნენ, რომ ყველას უკვირდა ბიჭების ასეთი მეგობრობა " ძმაკაცობა " იშვიათიაო. მაგრამ ერთ დღეს, ერთი მნიშვნელოვანი მატჩის დროს,რომლის შედეგადაც ბიჭებს თასი უნდა მოეგოთ, ნოემ მატჩამდე ბიჭებს ნარკოტიკი მიაღებინა იმ იმედით , რომ ბიჭებს ძალა მოემატებოდათ და მატჩს კარგად წაიყვანდნენ.
ბიჭებმა მოედანზე დროის შუალედამდეც ვერ გაძლეს.
ყველა ცუდად გახდა, თამაში და თასი კი ავტომატიურად მოწინააღმდეგეებმა მოიგეს. თავად იფიქრა სუფთად გამოვალო და არ მიუღია არაფერი. ბიჭებს დღემდე არცერთ გუნდში არ იღებენ მომხდარის გამო.
შემდეგ კი თავისი შეყვარებულის გამო ლადო სცემა მთელი უნივერსიტეტის თვალწინ. - მითხრა და სახეზე უდიდესი კმაყოფილება შეეტყო.

ვერ ვიჯერებდი მოსმენილს, ძალიან დავიბენი. მიკვირს ეს ფაქტი ნიცას მაინც, რომ არ წამოსცდა. ცოტათი ეჭვიც მეპარებოდა მოყოლილში , რადგანაც მე ნოეს სულ სხვანაირს ვიცნობდი და მისგან ასეთი საქციელი საეჭვოდ მომეჩვენა.

- და ამას რატომ მეუბნები შენ?
- აბა ნოემ არ იკადრა მოყოლა ,დაგიმალა და სიმართლე ხო უნდა იცოდე?
- არაა ვალდებული ნოე ახალ გაცნობილ ადამიანს მსგავსი ამბები მოუყოლოს..
- და თუ ერთად ხართ?
- არ ვართ ერთად, არააა !! - დავუყვირე. ემოციებს ვეღარ გავუმკლავდი.
- აბა ნიცამ?..
- მოიტყუა,თავი , რომ დაგენებებინა..
- გასაგებია, მერე რა? სამაგიეროდ გეცოდინება ურთიერთობა როგორ ადამიანთან გაქვს.. და არ შეგიყვარდება.
- ვაჰ, შენ ნუ დარდობ რაა , ახლა ან უნივერსიტეტამდე მიმიყვანე ან ჩემით მივალ.
- კარგი ბოდიში , მიგიყვან - ჩაიცინა და წინ გაიხედა.
დეგენერატი.

მხოლოდ მე და შენWhere stories live. Discover now